"დაზიანება მაქვს ხელისა და მუცლის არეში" - ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულს ექსპერტიზა უტარდება
სამართალი - 11:11, 21 Jan, 2020     1257

მადეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

ვახტანგ რობაქიძე ამტკიცებს, რომ მას პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.

რობაქიძემ ექსპერტიზაზე შესვლამდე განაცხადა, რომ ექსპერტიზის შემდგომ მოხდება დადგენა, თუ რა ტიპის დაზიანებები მიიღო ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში.

„გუშინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივეცი ჩვენება დაზიანებებთან დაკავშირებით. დაზიანება მაქვს ხელისა და მუცლის არეში. ეს მოხდა ერთი კვირის წინ. ახლა შევდივარ ექსპერტიზაზე. ექსპერტიზას მიტარებს ​სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. იმედია, გამოვლინდება ის დაზიანებები, რომელიც მომაყენეს ბაკურიანის განყოფილებაში. შევდივარ, რათა დადგინდეს ჩემი დაზიანება რაც მომაყენეს ჩემი დაკავების მომენტში. ერთმა ადამიანმა მომაყენა მუცლის არეში ხელით დაზიანება. მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებლად დავადგენთ იმ ადამიანის იდენტობას. შეურაცხყოფა ალკოტესტის ჩაბერვის გამო მომაყენა, ორჯერ ვცადე და არ გამომივიდა, ვერ შევავსე ის შკალა და ამის გამო გაღიზიანებულმა დამარტყა. პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და შესაბამისად, სამოქალაქო პირი ის ვერ იქნებოდა, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული“, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42