ოქსფამის ცნობით, მილიარდერები პლანეტის მაცხოვრებელთა 60 %-ზე უფრო მდიდრები არიან. 2153 ადამიანი 4.6 მილიარდ ადამიანზე უფრო მეტ ქონებასა და ფულს ფლობს. აღნიშნული მონაცემები დავოსის ეკონომიკურ ფორუმამდე გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამის შესახებ წერს DAILY MAIL-ი.
ოქსფამის დასკვნით, მილიარდერებისგან მსოფლიო ეკონომიკაში შედის 10.8 $ ტრილიონი დოლარი , რომელიც ტექნოლოგიური სექტორიდან შემოსულ თანხაზე მეტია, თუმცა აღნიშნული ფულის უდიდეს ნაწილს მალავენ ხოლმე.
“ჩვენი დანგრეული ეკონომიკები დაკავშირებულია მილიარდერების ჯიბეებთან და დიდ ბიზნესებთან , რომლებიც ჩვეულებრივი მამაკაცებისა და ქალების ხარჯზე არსებობენ, სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, დასვან ადამიანებმა კითხვები - უნდა არსებობდნენ თუ არა მილიარდერები“ ,- განაცხადა ოქსფამის ინდოეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამიტა ბეჰარმა.
კვლევის თანახმად დადგინდა, რომ მსოფლიოს წამყვანი 22 მილიარდერი ადამიანი აფრიკაში მცხოვრები ყველა ქალის შემოსავალზე მეტ ფინანსებს ფლობს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განცხადებით, მილიარდერთა უდიდეს უმრავლესობას კაცები შეადგენენ, რაც გენდერულარ არათანაბარ გარემოს ქმნის- მათი ინფორმაციით, მამაკაცები ქალებზე 50 %-ით მეტ ქონებას ფლობენ, რასაც სექსისტურსა და არაჯანსაღ ეკონომიკურ სისტემას უწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






