ავსტრალიაში ძლიერი ქარიშხლების შედეგად აღმოსავლეთის რეგიონებში ძლიერად წვიმს და ამ დრომდე სეტყვაა, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობის წარმომადგენლები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ხანძრისგან სრულად თავის დაღწევა ჯერ ნაადრევია.
გადაუღებელი, კოკისპირული წვიმების ფონზე 80-მდე ძლიერი ცეცხლის კერა კვლავ რჩება ახალი სამხრეთი უელსისა და ვიქტორიას შტატებში. ამის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს SKYNEWS-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, მელბურნსა და კანბერაში გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა, რომლის შედეგადაც სხვადასხვა უწყების შენობების ფანჯრები და მანქანების საქარე მინები იქნა ჩამსხვრეული. სინოპტიკოსები ძლიერ ქარიშხლებს პროგნოზირებენ სიდნეისა და ბრისბენში.
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჯერ კიდევს ფართოდაა გავრცელებული ხანძრები.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივმა და მასშტაბურმა ხანძარმა სექტემბრიდან დღემდე 30 ადამიანი და მილიარდამდე გარეული ცხოველი მოკლა, 10 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი, ინგლისის ზომის ტერიტორია ცეცხლის ალში გახვია.
მასალის გამოყენების პირობები






