მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე - ჩინეთში აღმოჩენილი უცნობი ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება
ჯანმრთელობა - 17:36, 19 Jan, 2020     3921

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურიად აღიარა, რომ 60 ადამიანი, რომელებმაც ქვეყნის სამედიცინოდაწესებულებებს მიმართეს, დღემდე უცნობი ვირუსით არიან დაავადებულნი. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია და ის შესაძლოა 1700-ს აჭარბებს.

როგორც ცნობილია, დეკემბერში, ამ ვირუსისგან, რომელიც უმძიმეს რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, 2 ადამიანი გარდაიცალა. ის პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. რაც შეეხება მის გავრცელებას - მედიკოსებმა უკვე იპოვნეს ერთი დაავადებული იაპონიაში და ორი - ტაილანდში.

"სიტუაცია გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო", - აცახდებენ ეპიდემიოლოგები.

შეგახსენებთ, რომ უხანში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, ქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეში მხოლოდ 3400 მგზავრი მიფრინავს.

სინგაპურში და ჰონგ-კონგში უკვე ხდება ყველა მგზავრის შემოწმება, რომლებიც ჩინეთიდან და კერძოდ უხანიდან ჩამოვიდნენ. ანალოგიური ზომებია მიღებული აშშ-ის სამ მსხვილ აეროპორტებში - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში.

აღიშნული ვირუსის გამოკვლევა ბრიტანეთის საიმპერიო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა გლობალური ანალიზის ცენტრში ჩატარდა. ეს ორგანიზაცია კონსულტაციას უწევს როგორც ბრიტანეთის ხელისუფლებას, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ჩინეთმა ვირუსი კორონოვირუსების კატეგორიას მიაკუთვნა. როგორც ცნობილია, კორონოვირუსების ოჯახიდან მხოლოდ 6-ს შეუძლია ადამიანის დაინფიცირება, ვირუსის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის უფრო ახლოს დგას ვირუსებთან, რომელიც მძიმე, მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, ანდა ატიპიურ პნევმონიასთან.

ჩინელები ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი. ვირუსმა სახეობათა შორის ბარიერი გადალახა და ყველა დაავადებულს ის ცხოველისგან, უხანის ბაზარში შეეყარა.

ამ დასკვნაში ეჭვი ბრიტანელებმა შეიტანეს, რადგან მათი აზრით, დაავადებულთა ასეთი რიცხვი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ აქ მხოლოდ დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტთან არ გვავს საქმე.

ექმიმები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათ უფრო საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ვირუსის კლინიკური თავისებურებები, მისი წყაროები, გადაცემის მეთოდები და გავრცელების მასშტაბები. მათ მიაჩნიათ, რომ ვირუსი აუცილებლად განიცდის მუტაციას და აუცილებელია მისი გავრცელების არეალის მაქსიმალური შეზღუდვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42