აჭარაში 20 წლის დედამ შვილი დაბადებისთანავე მოკლა
სამართალი - 15:55, 17 Jan, 2020     2005

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. "ბათუმელები"- ის ინფორმაციით, ქალს მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა.

გამოძიების ინფორმაციით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშალუს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში.

20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42