ლავასოღლის თებერვალში გაათავისუფლებენ - რა პასუხი აქვს პროკურატურას და რას ამბობს ადვოკატი
სამართალი - 14:12, 17 Jan, 2020     1759
ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, მინდია გორაძეს იგივე ლავასოღლის თებერვალში გაათავისუფლებენ, რადგან საექსტრადაციო პატიმრობის ვადა იწურება - ამის შესახებ "კანონიერი ქურდის" ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ლავასოღლის ადვოკატის თქმით, საქართველომ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ლავასოღლი ექსტრადაციის წესით საქართველოს უნდა გადმოსცენ.

„საექსტრადაციო სასამართლო თავდაპირველად ტრაბზონში გაიმართა და ლავასოღლი გაუშვეს, თუმცა იმავე დღეს უკან შეაბრუნეს… ახლა უკვე მის საქმეს სტამბოლის სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თებერვალში ვადა იწურება, უნდა გაუშვან,“ - განმარტავს ადვოკატი.

ამასთან საინტერესოათურქული გაზეთი "საბაჰი" თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრტოზე დაყრდნობით წერს, რომ სტრაპზონში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი", საპყრობილეს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის გამო ტოვებს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ 2018 წლის 27 ნოემბრიდან, როცა უწყებამ ლავასოღლის ექსტრადაცია ოფიციალურად მოითხოვა, ამ დრომდე ოფიციალური თურქეთისგან არ მიუღიათ პასუხი ექსტრადაციის თაობაზე.

პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი მიაწოდეს თურქეთს და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება თურქეთს არ მოუთხოვია.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავენ უწყებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42