სექსუალური ურთიერთობა ჯანმრთელობისთვისაც კი აუცილებელია, რომ არაფერი ვთქვათ მისგან მიღებულ სიამოვნებაზე. მიუხედავად ამისა, ეს თემა საქართველოში ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. საკუთარ თავთან ლაპარაკის არ გვრცხვენია, თუმცა როგორც მასზე ხმამაღლა იწყება საუბარი, მსმენელებმა შესაძლოა წარბშეკრულებმაც შემოგხედონ. და მაინც როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სექსი დაუვიწყარი გავხადოთ?
დაიმახსოვრეთ, რომ სექსის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო თქვენი ტვინია
„ეს ალბათ თვანლათელია, თუმცა სექსი საუკეთესო მაშინაა, როდესაც პარტნიორთან ღრმა კავშირი გაქვთ“ - აცხადებს სექსოლოგი ანაბელი. თუ სექსში ვნებასთან ერთად სიყვარულია, ეს დაგეხმარებათ, რომ კავშირი დაუვიწყარი გახადოთ.
კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი
თუ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც სამყაროში ყველაფერს გირჩევნიათ, მაგრამ მასთან სექსი არაა საუკეთესო, ისაუბრეთ. გაუმხილეთ ერთმანეთს თუ რა განიჭებთ სიამოვნებას და ნუ მოგერიდებათ ერთმანეთის.
მრავალფეროვნება სახალისოა
წარმოიდგინეთ, რომ ერთ საჭმელს ჭამდეთ გამუდმებით. ნამდვილად მოსაბეზრებელია. შესაძლოა ერთიდაიგივე საჭმლის შეხედვის დროსაც კი მასზე გული აგერიოთ. სექსიც ასეა. რუტინა ყველაფერში დამღლელია. გახადეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი.
გამოიყენეთ სექს სათამაშოები
ნუ მოგერიდებათ ! ის რომ ვაგინალური სექსუალური კავშირით თქვენს პარტნიორს დაუვიწყარ სიამოვნებას მიაღებინებთ შესაძლოა მითიც კი იყოს. შემოიტანეთ სიახლე თქვენს საძინებელში და გახდით უფრო კრეატიულები.
მასალის გამოყენების პირობები






