თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი იჩუკაიძის ადვოკატის ლევან მარსაგიშვილის თქმით ბრალდებულს სურს, რომ აღნიშნულ საქმეზე დეტალურად თვითონ მისცეს ჩვენება.
"სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო ამომწურავი გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საფუძველი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მოსამართლეს ვერ დავეთანხმები იმაშიც, რომ თავისუფლების შემთხვევაში გიორგი გაანადგურებდა საქმის მტკიცებულებებს იქიდან გამომდინარე, რომ ის ნებაყოფლობით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში,” - აღნიშნა ლევან მარსაგიშვილმა.
გიორგი იჩუკაიძე ორი დღის წინ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დააკავეს.
მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






