თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, ორი გამომძიებელი და შსს-ის პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი დაიკითხნენ.თავად ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.
სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა იგი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
„ერთსა და იმავე პერიოდში სხვადასხვა გამომძიებელი ზუსტად იდენტურ სიტყვებს იყენებს და გრამატიკულ შეცდომებს უშვებს სხვდასხვა ჩევენებებში. ეს არის, რა თქმა უნდა, შეკითხვების არსებობის საფუძველი. გარდა ამისა, ირკვევა, რომ კონკრეტული გამომძიებელი აცხადებს, რომ კონფლიქტი 20 ივნისს მოხდა საზოგადოებასა და პოლიციას შორის და პრაქტიკულად პოლიციამ, ანუ მხარემ გამოიძია საქმე, რაც ობიექტურობას ვერ შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.
მომდევნო სხდომა 23 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






