ღამის კლუბში სამი ადამიანი დაჭრის საქმის პროკურორი ლაშა გამყრელიძე აცხადებს, ბრალდებულის იარაღი, წარმოადგენს სანადირო გლუვლულიან თოფს, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე, შესაბამისად, აღნიშნული იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება, არ არის დასჯადი.
„ეს იარაღი, წარმოადგენს სანადირო გლუვლულიან თოფს, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივად აღნიშნული იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება, არ არის დასჯადი. თავად ბრალდებულს შეგიძლიათ კითხოთ, როგორ მოახერხა სანადირო თოფიდან გაესროლა დაახლოებით 15-ჯერ. არ მიეკუთვნეთა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ეს არის გლუვლულიანი სანადირო თოფისათვის განკუთვნილი ვაზნები“, - განაცხადა პროკურორმა.
კლუბ ბასიანთან სამი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
თავიდან გამოძიება ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი შეიცვალა და ახლა ჩაჩხიანს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






