სექს რობოტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზოგადოებისთვის. პორნოგრაფიის მსგავსად, სექს რობოტებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება საზოგადოების გარკვეულ წრეში.
სექს რობოტები თოჯინებია პროგრამით და ძრავით, რომლებიც გამოიყურებიან როგორც გოგობი ან ქალები და გამოიყენება სექსუალური ვნებების დასაკმაყოფილებლად. სექს თოჯინების გამოყენება 17-ე საუკუნეში დაიწყო და მისი პირველი ნიშნები დიდ მოგოლთა იმპერიის ნახატებში. გასაყიდად კი პირველი სექს თოჯინა 1908 წლის კატალოგებში გამოჩნდა.
რობოტებმა შესაძლოა გამოიწვიონ დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ თქვენი ლეპტოპი, რომელსაც მიეჩვიეთ და მასზე მუშაობთ ან გასართობად იყენებთ. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ, თუმცა ეს ტექნოლოგიური დამოკიდებულებაა. დაფიქრდით, გიყვართუ თუ არა საკუთარი ტექნოლოგიური ნივთების სხვისთვის თხოვება? ხშირ შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. სოციალურ რობოტებზე დამოკიდებულება კი შესაძლოა ემოციებთანაც იყოს დაკავშირებული, რომელიც ზოგჯერ ადამიანურ გრძნობებთან ასოცირდება.

სოციალური რობოტები თავიდანვე დაპროგრამეუბლები არიან. მათ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ და მხოლოდ კონკრეტული საჭიროებისთვის არიან შექმნილები და რა თქმა უნდა, მათ არ გააჩნიათ გრძნობები. თუმცა ისინი შექმნილია, როგორც იდეალური ქალების მაგალითზე, ყოველთვის მზად არიან ჰქონდეთ იდეალური სექსი. პირველ სექს რობოტს, რომელსაც ხელოვნური ინტელქტი აქვს ჰარმონი ქვია. ზოგიერთ რობოტს სენსორი აქვს. ის ისევე მუშაობს, როგორც „თაც-სქრინი“ სმარტფონებზე. ე.წ სმარტ სკინის (ჭკვიანი კანის) ფუნქცია კი მათი მომხმარებლის (ადამიანის) შეგრძნებაა.
ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ სექს სათამაშოებს, ხშირ შემთხვევაში ამას აკეთებენ იგივე მიზეზით, რის გამოც სხვა ადამიანები ფულს იხდიან პროსტიტუციაში.
მასალის გამოყენების პირობები






