"მოერიდეთ პირად შეტყობინებებში ხატების, სანთლებისა და მილოცვის ტექსტების გაგზავნას" - მამა ელიზბარის მოწოდება
სოც.მედია - 15:32, 13 Jan, 2020     3421

ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზის, მამა ელიზ­ბა­რი სოციალური ქსელის მეშვეობით გაგზავნილ მილოცვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

სასულიერო პირი საზოგადოებას ურჩევს, რომ მოერიდონ მსგავსი სახის მილოცვებს.

“პირადად მე ადრე „ესემესით“ ყველას ვუგზავნიდი სააღდგომო მილოცვას, თუმცა დიდი ხანია, თავი დავანებე, რადგან ხშირი იყო გაუგებრობები. ზოგჯერ ვიღაცის ცოლს არ მოსწონდა, ან ქმარს. იყო რეკვები, ვინ ხარ და რატომ ულოცავ ჩემს მეუღლესო. ხომ არ ვიჩხუბებდი, ვუხსნიდი, თუმცა ზოგი ისეთია, ვერაფერს გააგებინებ, ამიტომ თავი დავანებე. გარდა ამისა, ზოგს ამ დღეს სულაც არ ეზეიმება, შეიძლება ახალი გარდაცვლილი ჰყავდეს ახლობელი, არ უნდა, რომ იზეიმოს და ვერ გაგიგებთ. ზოგს ოჯახის წევრი ჰყავს საზღვარგარეთ და ყოველ მესიჯზე იძაბება, რამე ხომ არ მოხდაო. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, მოერიდოთ ასეთი სახით მილოცვებს, მით უმეტეს, უცნობ ადამიანებთან. პირად შეტყობინებებში ხატების, სანთლებისა და მილოცვის ტექსტების გაგზავნა უკვე დიდი ხანია, ძალიან ბევრს აღიზიანებს და ითხოვენ კიდეც, ნუ მიგზავნითო, თუმცა ბევრი მაინც ჯიუტად გზავნის. ასეთ მილოცვაში ცუდი არაფერია, მაგრამ მაინც, ჩემი რჩევა იქნება, მხოლოდ ოჯახის წევრებთან, დასთან, ძმასთან, მშობლებთან ან შვილებთან გაგზავნოთ. გახსოვდეთ, რომ ქრისტე ყველასთვის არ აღსდგა და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. სოციალურ ქსელში კი, გაქვთ თქვენი კედელი და იქ დაწერეთ მილოცვა, ამაზე არავინ შემოგედავებათ”- განაცხადა მამა ელიზბარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42