"როცა ღვიძავს, ჩურჩულით ახერხებს: დედიკოს და მამიკოს შეატყობინოს, რომ ორივე უყვარს" - ანიტას ახლობელი
სოც.მედია - 22:22, 12 Jan, 2020     1642
ოჯახის ახლობელი 2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ დიალიზის გადასხმა გრძელდება და ელოდებიან ბრონქოსკოპიის და სისხლის ანალიზის პასუხებს.


„შეგახსენებთ, რომ როცა პირველად ანიტას მდგომარეობა დამძიმდა - ექიმები მისი გადარჩენის შანსს 0%- ით აფასებდნენ. მაგრამ, მოხდა სასწაული და იმ ექიმის შეუპოვრობის წყალობით, ვინც დაახლოებით 1 სთ-ს განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდა ჩვენ გოგოს და თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვის შემწეობით - ანიტამშემდგომში კიდევ ერთ პროცედურას (ეკმოს დაყენება) და ოპერაციას (ფილტვების სისხლისგან და სითხისგან ამოსუფთავება და ეკმოს ჩადგმა) გაუძლო.

ექიმი ბალაკრიშნანის თქმით, ოპერაცია იყო ურთულესი და მისი დასრულების შემდეგ ანიტას შანსებს აფასებედნენ -50%-50%ზე.

გუშინ მოხდა დიალიზის გადასხმა, რაც ანიტამ კარგად გადაიტანა.

მაჩვენებლები პოსტ-ოპერაციული მდგომარეობისთვის შესაბამის ნორმაში იყო.

ხშირად აღვიძებდნენ გულის მუშაობის შესამოწმებლად და გულის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ.

დღეს უკვე ექიმი ბალაკრიშნანის თქმით, უკეთესი მდგომარეობაა.

მუცელსა და ფილტვებში სითხის რაოდენობამ იკლო.
თუმცა, მომდევნო 2-3 დღე მაინც არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად საყურადღებო.

ჩვენ გოგოსაც როცა ღვიძავს, ჩურჩულით ახერხებს:
დედიკოს და მამიკოს შეატყობინოს, რომ ორივე უყვარს ...
...რომ გაბრაზებულია ექიმებზე.

...ახერხებს, რომ, ბ-ნ არჩილს „შესჩივლოს“ და აჩვენოს ფუფუები ხელებზე.

...რომ მოითხოვოს „მატყუარა“ და მოითხოვოს შუქის გათიშვა, რადგან არ სიამოვნებს მის პრინცესულ თვალებს, თან არა მხოლოდ მის საწოლთან, არამედ მთლიან ბლოკში.

დიალიზის გადასხმა გრძელდება და ელოდებიან ბრონქოსკოპიის და სისხლის ანალიზის პასუხებს, სხვა ინფექციის არსებობის გადასამოწმებლად და შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად.

გმადლობთ, თქვენი სიტყვის ძალით და რწმენით ანიტასთვის მოფიქრალოადამიანებო.

მადლობა ვუთხრათ ღმერთს, იმისთვის, რომ გვისმენს და არ გვტოვებს.

და გთხოვთ, გთხოვთ, აუცილებლად განვაგრძოთ ლოცვა.
(ნათლობის სახელი ანიტა)“, - წერს ოჯახის ახლობელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42