გარემო ფაქტორები და არაჯანსაღი კვება უარყოფით გავლენას ახდენს სახის კანზე. სახის კანი ხდება მოშვებული, კაგავს სიმკვრიესა და ელასტიურობას, ადვილად ჩნდება ნაოჭები.
ნუშის, ზეითუნის ზეთის, ვაზელინისა და კვერცხის ნიღაბი, კვებავს ატენიანებს და ხელს უშლის ახალი ნაოჭების წარმოქმნას.
ნიღაბის დასამსადებლად საჭიროა:- 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
- 1 კვერცხის გული
- 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
- 2 ჩაის კოვზი ვაზელინი
გაამზადეთ წყლის აბაზანა: აიღეთ ქვაბი, ნახევრამდე შეავსეთ ის წყლით და ჩადგით მასში ცეცხლგამძლე, მშრალი ჭურჭელი, რომელშიც ვაზელინი გექნებათ მოთავსებული. როდესაც წყლის აბაზანა ადუღდება და ვაზელინი ბოლომდე გადნება, გამორთეთ ცეცხლი და მუდმივი მორევის პირობებში დაამატეთ ჭურჭელში დარჩენილი ინგრედიენტები.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი ბოლომდე გაიხსნება, მოათავსეთ ეს მასა თქვენთვის მოსახერხებელ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. გამოყენებამდე კარგად შეათბეთ კრემი ორივე ხელის გულზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ სახის კანის მსუბუქი მასაჟი. დაიტოვეთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით ან მინერალური წყლით.
თუ კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ ამ პროცედურას ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის დაქალებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მასალის გამოყენების პირობები






