"როცა ტარზანა მოკვდა ემი გვერდით ეწვა და არავის აკარებდა..." - თავშესაფრის ძაღლების სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა
სოც.მედია - 18:40, 11 Jan, 2020     1823

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ორი ძაღლის, ტარზანა და ემის სიყვარულის ისტორიაზე წერენ.

სევდიან წერილში ვკითხულობთ, რომ ტარზანას სიკვდილის შემდეგ დედალმა ძაღლმა ემიმ, აღარ ჭამა საჭმელი. ბოლოს წყალზეც უარი თქვა ერთი თვის თავზე ემიც მოკვდა.

“ნამდვილი სიყვარულის ისტორია..
ჩვენ ფოსტაში შეტყობინება მოვიდა – “გამარჯობა. რაღაც დროის წინ რუსთავის მე-10 სკოლიდან წაიყვანეს ძაღლი რომელიც დაკარგული გყოლიათ. აქ დარაჯებს ჰყავდათ შეკედლებული და კარგად უვლიდნენ. დღეს დარაჯი თვალცრემლიანი მოვიდა და მთხოვა, მიწერე, იქნებ თავშესაფარშია და დაგვიბრუნონ, ძალიან ვიყავით მიჩვეულიო. კარგად მივხედავთ ვპირდები თავშესაფარსო. თუ გყავთ ისევ ან თუ დააბრუნებთ რუსთავში?

დიდი ტანის მამალ ძაღლს ტარზანა ერქვა, პატარა ძუს კი ემი. ისინი ჩემ თავშესაფარში 2 წელი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ვოლიერში. უყვარდათ ერთმანეთი. ისე მოხდა რომ ემი გავაჩუქეთ რუსთავში. ტარზანამ ისე მოიწყინა რომ უარი თქვა საჭმელზე და წყალზეც, დარდობდა. მივხვდი რომ დავუშვი შეცდომა და გადავწყვიტე ემის უკან ჩამოყვანა. დავრეკე, ვისაც ვაჩუქე იმან გვითხრა მშვიდობით ჩავედი სახლში, რუსთავშიო მაგრამ იმ დღესვე გაიპარა ძაღლიო.

ბევრი ვეძებეთ რუსთავში ემი, გავაკარით ემის სურათები და ჯილდოც დავაწესეთ მის მპოვნელზე 200 ლარი. ამან გაჭრა და ახალგაზრდა ბიჭებმა გვაპოვნინეს.
ჩამოვიყვანეთ. ემი და ტარზანა ისევ ერთად იყვნენ. ჭამა დაიწყო ტარზანამ, ემიც გახარებული იყო. სამწუხაროდ 2 თვის უკან ტარზანა კიბოთი მოკვდა. ძლივს გამოვიყვანეთ ვოლიერიდან მკვდარი ძაღლი, ემი გვერდით ეწვა და არავის აკარებდა, უღრენდა.

იდარდა დედალმა ძაღლმა, აღარ ჭამდა საჭმელს. ბოლოს წყალზეც უარი თქვა და ტარზანას სიკვდილის მერე ერთი თვის თავზე ემიც მოკვდა…..” – წერენ თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუქ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42