"Free the Nipple! სიშიშვლე არ უდრის სექსს" - ამერიკელი ქალები წელსზემოთ გაშიშვლების უფლებისთვის იბრძვიან
ეს საინტერესოა - 17:57, 11 Jan, 2020     2727
აშშ-ში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ქალთა მოძრაობა, რომელიც ამერიკის კანონების წინააღმდეგ გამოდის და თვლის, რომ ქალისთვის წელსზემოთ გაშიშვლება აკრძალული არ უნდა იყოს.

მათ შორისაა კოლორადოს მცხოვრები ეფი კროკოსი, რომელსაც სასამართლომ კომპენსაციის სახით 50 ათასი დოლარი გამოუყო, იმის გამო რომ ის პოლიციაში დაიბარეს.

20 წლის ეფი საქმროს სახლის ეზოში წელსზემოთ შიშველი თამაშობდა. ამის გამო პოლიციამ, მეზობლების საჩივრის საფუძველზე, მას ბრალი წაუყენა. ეფი აცხადებს, რომ ეს დისკრიმინაციაა, სექტემბერში კოლორადოში სიცხე იყო და მან და მისმა საქმრომ მაისურები გაიხადეს.

"ჩვენ ხომ თანასწორნი ვართ? მერე რა რომ მე ქალი ვარ, ჩემს საქმროს რატომ არავინ უჩივლა, წელსზემოთ ისიც შიშველი იყო?" - აცხადებს ეფი.

იგი ასევე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ქალისთვის წელსზემოთ შიშველი სიარული კოლორადოს კანონებით ნებადართულია.

ეფიმ, ადვოკატების დახმარებით, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა. ეს რომ არ მომხდარიყო, მისი პედაგოგად მუშაობის ოცნება ვერასდროს ახდებოდა, მას სექს-დამნაშავეთა ბაზაში შეიყვანდნენ.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ეფი კროკოსმა მიაჩნია, რომ რამდენიმე თვის წინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას საქმროს ეზოში წელსზემოთ გაშიშვლების ნებას რთავდა.

ქალაქ ფორტ-კოლინზში (კოლორადოს შტატი) მოქმედი კანონებით, 10 წელზე მეტი ასაკის გოგონებს ეკრძალება წელსზემოთ შიშველი სიარული. ეს ეხებოდა არა მარტო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, არამედ იმ ადგილებსაც, სადაც ქალის სიშიშვლე შესაძლოა შემთხვევითმა გამვლელმა დაინახოს.

ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ მსოფლიო მოძრაობა Free the Nipple-ს (გაათავისუფლეთ ძუძუ) აქტივისტები ბრიტ ჰოგლენდი და სამანტა სიქსი, რომლებიც აცხადებენ, რომ ქალისა და მამაკაცის სხეულის სიშიშვლისადმი დამოკიდებულება თანაბარი უნდა იყოს. მათ ამ კანინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და აშშ-ის მეათე ოლქის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი "უხამსი გაშიშვლების შესახებ" არაკონსტიტუციურია.

"ეს ნეგატიური სტერეოტიპია, გაუგებარია, რატომ ითვლება ქალის ძუძუ სექსუალურ ობიექტად, ხოლო მამაკაცის - არა," - ნათქვამია მოსამართლე გრეგორი ფილიფსის გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული სასამართლოს იურისდიქციაში შედის შტატები ოკლაჰომა, კანზასი, ნიუ-მექსიკო, კოლორადო, ვაიომინგი და იუტა. ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ქალთა მოძრაობის აქტვისტები დაჟინებით აკვირდებიან, თუ რას მოიმოქმედებენ ამ შტატების ადმინისტრაციული ორგანოები წელსზემოთ შიშველი გოგოების საწინააღმდეგოდ. ბევრმა მათგანმა უკვე შეცვალა კანონმდებლობა და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში დატოვა.

ეფის შემთხვევაშიც ასე მოხდა, მისი ქალაქის ადმინისტრაცია დათანხმდა კროკოსისთვის კომპენსაცია გადაეხადა, რადგან კერძო ეზო საზოგადოებრივი ადგილი არ არის.

აშშ-ს ზოგიერთ შტატში მეტი თავისუფლებაა. მაგალითად ფილადელფიაში გაშიშვლება ნებადართულია, თუ ის უამსობაში არ გადადის, ხოლო ნიუ-იორკში ეს ფაქტორიც მოხსნილია. თუმცა, ზოგ შტატში კანონები მისი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა. მაგალითად, 2016 წელს, ნიუ ჰემპშირში, ამის გამო Free the Nipple-ის სამი აქტივისტი დააკავეს. ისინი ითხოვენ, რომ საქმე აშშ-ის უზენაესი სასამართლო ჩაერიოს.

პროფესორი ემი ბეტ ვერბელი აცახდებს, რომ სიშიშვლის აკრძალვა ამერიკულ კანონმდებლობაში რელიგიური ტრადიციიდან მოდის, განსაკუთრებით ქალის სხეულის მიმართებით, რადგან ითვლება, რომ ქალის სიშიშვლე გახდა "კაცობრიობის დაცემის" საფუძველი.

ქალთა მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ პრობლემები სოცქსელებშიც არსებობს. მაგალითად ჰაშტეგი #FreeTheNipple 4 მილიონამდე შედეგს იძლევა ინსტაგრამის საძიებო სისტემაში, მაგრამ როგორც წესი იქ არაფერი ჩანს, რადგან სოცქსელის წესებით, შიშველი სხეულის, მათ შორის ქალის მკერდის, ამსახველი ფოტოები იბლოკება. ინსტაგრამის მესვეურები აცხადებენ, რომ ეს რთული პროცესია, რაგდან ქსელის ალგორითმს არ შეუძლია გაარკვიოს, შიშველი სხეულის ესა თუ ის გამოსახულება ეროტიულია, თუ პორნოგრაფიული.

ფაქტი ერთია - უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს სასამართლოს ისისთვის რომ წელსზემოთ გაშიშვლების უფლება დაიცვას. ისინი აცხადებენ, რომ ეს არ არის ფემინიზმის საკითხი, ეს ადამიანის თანასწორობის საკითხია.

ექსპერტები ქალის წელსზემოთ სიშიშვლესთან დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ განსხვავებებზეც საუბრობენ - ზოგ შტატში, სადაც ეს დაშვებულია, მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ დასავლეთის შტატებში, ე.წ. "აშშ-ის ბიბლიურ სარტყელში" მას ან უხამსობად აღიქვამენ, ან ასეთი ქალები მამაკაცების სექსუალური ყურადღების ობიექტებად იქცევიან ხოლმე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42