BBC: თუ ქართველს ეტყვი, რომ ხინკალი მათი ტრადიციული კერძი არ არის, შეიძლება მოგკლან კიდეც
ეს საინტერესოა - 10:48, 11 Jan, 2020     3970
„თუ ქართველს ეტყვი, რომ ხინკალი მათი ტრადიციული კერძი არ არის, შეიძლება მოგკლან კიდეც“ - წერს გავლენიენი გამოცემა BBC.
ჟურნალისტი რომელმაც საქართველოს გამორჩეული კერძი დააგემოვა მკითხველს ურჩევს თავად ეწვიოს ამ ჯადოსნურ მხარეს და დააგემოვნოს ხინკალი.

BBC აღნიშნავს, რომ კარგი ხინკლის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე დედაქალაქში.
"ხშირად შეხვდებით მოსაღამოვებულზე ოჯახებს რესტორნებში, მათ მაგიდაზე ხინკლის დიდი გროვა უდევთ და მიირთმევენ. თითო ხინკალი ზომით თითქმის ჩოგბურთის ბურთის ზომისაა და გამოტენილია ხორცით, სანელებლებით, მწვანილებით და უგემრიელესი წვენით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველები ხინკალთან ლუდს მიირთმევენ.

ქართული კერძები მისი ხარისხითა და მრავალფეროვნებით პოპულარულია არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ მთელს კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. ქართულ კერძებს აღიარებდა, მეცხრამეტე საუკუნის რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინიც და წერდა, რომ „ყველა ქართული კერძი ლექსია”.

მიუხედავად დღევანდელი დაძაბული ურთიერთობისა რუსეთსა და საქართველოს შორის, თუ სტუმარი მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში რესტორნების რეკომენდაციას ითხოვს, ქართული რესტორნები ამ სიაში აუცილებლად მოხვდება"- წერს გამოცემა.

ამას გარდა, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და გასულ წელს 8 მილიონზე მეტს მიაღწია. ბევრი ვიზიტორი სწორედ გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად სტუმრობს საქართველოს.

"ხინკლის სამშობლოდ ფშავს მიიჩნევენ, სწორედ აქედან გავრცელდა ის საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. ხინკლის მოსამზადებლად საჭიროა მაგარი, უფუარი, ელასტიკური ცომი. მეორე მთავარი ინგრედიენტია ხორცის ფარში. მთაში ტრადიციულად გამოიყენებდნენ ცხვრის ხორცს. ხინკლის ბარში გავრცელებასთან ერთად, პოპულარული გახდა ღორისა და საქონლის ხორცის ფარშის ხინკალი და ცხვრის ფარშმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ტრადიციულ ხინკლის ფარშს ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი", - წერია სტატიაში.

თუშეთისა და ფშავის რეგიონში მცხოვრები ადამიანები აღნიშნავენ, რო სანამ ხინკალი ასეთი პოპულარული გახდებოდა და რესტორნების სუფრებზე გადაინაცვლებდა, ცივ ზამთარში და მაღალ მთაში ის გათბობის კარგი საშუალება იყო.

ფშავურ ხინკალს თბილისში ყველაზე გემრიელად ამზადებენ სოფია მელნიკოვას ფანტასტიკურ დუქანში, სადაც გარემოც გამორჩეულია. ქალაქის ცენტრში რესტორნის ეზო ვაზის ფოთლით არის დაფარული.

დღესდღეობით ქართველები აღნიშნული კერძის მოდერნიზებასაც ცდილობენ და კერძის ახალ ვერსიებს გვთავაზობენ. მაგალითად ხინკლის წვნიანს, რომელიც საქართველოში ცნობილი მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის ინოვაციაა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში სტუმრობით ნებისმიერი გურმანი კმაყოფილი დარჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42