"შობის დღესასწაულზე წაიყვანა ღმერთმა ჩემი ულამაზესი დედა..." - თეა დარჩია
სოც.მედია - 18:58, 10 Jan, 2020     2509

მოცეკვავე თეა დარჩიამ "ფეისბუქზე" დედის გარდაცვალების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და მას ემოციური სიტყვები მიუძღვნა.

"შობის დღესასწაულზე წაიყვანა ღმერთმა, ჩემი ულამაზესი და უნიჭიერესი დედა, გიული დეკანოზიშვილი, სამი წლის წინ. მშვიდად განისვენე დედიკო. მიყვარხარ, სულ გულში ხარ, როგორც მოუშუშებელი ჭრილობა" - წერს დარჩია.

მოცეკვავემ გადაცემაში "ფარულ კონვერტი" განაცხადა, რომ მისი ბაბუა, კოლია დეკანოზიშვილი დუმბაძის "თეთრი ბაირაღების" ძია ისიდორეს ნამდვილი პროტოტიპი იყო.

"ძია ისიდორეს პროტოტიპი ჩემი ბაბუა, კოლია დეკანოზიშვილია, დედაჩემის მამა. როდესაც ბაბუა მეორე მსოფლიოს ომის დროს ბერლინამდე ჩავიდა, უკან დაბრუნებული კომუნისტებმა გააციმბირეს. ბერლინამდე ჩასულებმა გზადაგზა ისეთი რამეები ნახეს, რაც რკინის ფარდის მიღმა არასდროს ენახათ. იქიდან საღად მოაზროვნე ადამიანები სხვა მენტალიტეტით დაუბრუნდნენ სამშობლოს. ასე იყო ბაბუაც, თეატრის მხატვარ-დეკორატორი.

მოტაცებულ ქალიშვილზე რა დამოკიდებულებაც იყო მაშინდელ საქართველოში, იცით. უკან სახლში რომ ვერ დააბრუნებდი, რას იტყვის ხალხი, მონატაცები და მსგავსი სისულეები. მოკლედ, 16 წლის დედა პურზე გაუშვეს და არ დაბრუნდა. ვინმე აბულაძემ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა. მისი რეალური სახე მერე გამოიკვეთა. მოკლედ, არცთუ ისე კარგი ადამიანი აღმოჩნდა. დედა დაიტანჯა. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, ნანა აბულაძე, ჩემი უფროსი და, რომლის გაზრდილებიც ვართ მე და ჩემი უმცროსი და ქეთი. მოკლედ, ეს ადამიანი თამაშობდა და წააგო ყველაფერი, რაც კი დედას და მის ოჯახს ებადა. ამ აბულაძის მეგობარმა უთხრა დედას, მოკიდე შვილს ხელი და დაბრუნდი სახლშიო. დედა ასეც მოიქცა. ერთხელაც მისი ყოფილი ქმარი მოადგა ჩემს ოჯახს. სახლში იყვნენ დედა, ნანა, ბებია-ბაბუა და ბიძაჩემი. ჯიბეში „ლიმონკა“ მიდევს და თუ შვილს არ გამატანთ, ავაფეთქებო. ომგამოვლილ ბაბუას ეს ვერ შეაშინებდა. გამოიტანა იარაღი და შეშინების მიზნით (რომელსაც არასდროს ტენიდა. არადა, დატენილი აღმოჩნდა) დაუმიზნა, გაისროლა და... ადგილზე მოკლა! ბაბუა ციხეში ჩასვეს. ერთი წელი იჯდა.

თურმე, ნოდარ დუმბაძე ყოველ სასამართლოს ესწრებოდა. მან დედას თხოვა, თუ შეიძლება ამ ისტორიას წიგნში გამოვიყენებო და დედამ უარი არ უთხრა... " - ამბობს დარჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42