ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდნეიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროცესის გადადების შუამდგომლობა ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ფხალაძის ადვოკატმა დააყენა.
როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია აქ ჰქონია და ამის გათვალისწინებით, ვიდეომტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქმის განხილვა უნდა გადადებულიყო.
პროცესის გადადებას არ ეთანხმებოდა კომპანიის დაკავებული სამი თანამშრომელი. მათი განცხადებით, ადვოკატს მტკიცებულების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას ედავება.
შეგახსენებთ, დილიდან ადგილობრივი მოსახლეობა „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, დღის მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებმა შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე კი ანალოგიური შემთხვევა აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ამ დროსათვის არსებული მონაცემებით, აქციაზე ათამდე პირია დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






