24 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე პირს, ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
სამართალი - 17:53, 09 Jan, 2020     1848

ვარკეთილში, ე.წ "დამპალოს სასაფლაოზე სადისტურად მოკლული 24 წლის ბიჭის, მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს, ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი წარედგინა.

ბრალის წარდგენა პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბურძენაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც განცდის ამ სიტუაციას. წარდგენილ ბრალდებაში ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, ვინაიდან მომხდარი ინციდენტის დროს ის არ იყო ჩართული ჩხუბში, ჰქონდა გამშველებლის ფუნქცია. რაც შეეხება საკითხს, თითქოს გზაში მიატოვეს მურად წურწუმია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მოხდა ტრანსპორტირება მის საცხოვრებელ ბინაში. ანუ თავად ცდილობდა, გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რაც ვერ უზრუნველყო. შეუძლოდ გახდა ამჟამად უკვე გარდაცვლილი ბიჭი, რის შემდეგაც ვახტანგ ბურძენიძემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილებას გავეცანით. არსებითი განხილვების დროს ჩვენ სასამართლოს დარწმუნებას ვეცდებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად უდანაშაულოა და ის აშველებდა“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი გოგინავა.

ვახტანგ ბერძენიძეს ბრალი ორი, მუხლით აქვს წარდგენილი, რომლებიც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებას რასაც მოყვა სიცოცხლის მოსპობა და ასევე მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად ცემის მუხლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42