სახელმწიფო ინსპექტორი 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თქანახმად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.
რაც შეეხება საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებას, საქართველოს კანონმდებლობით ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას," - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






