"სასწაული ამბავი უნდა გითხრათ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ანიტას დედა?
სოც.მედია - 10:35, 08 Jan, 2020     1944
პატარა ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინდოელი ბიზნესმენი ბავშვის მკურნალობის ხარჯებს დააფინანსებს:
"მოგესალმებით! შობას სასწაულები ხდებაო, ბევრმა დაწერეთ და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ცოტა შორიდან დავიწყებ: ინდოეთში ჩამოსულებს აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი. იმ წუთიდან ყოველთვის ვგრძნობდით მის თავდაუზოგავ დახმარებასა და მორალურ მხარდაჭერას.

ბატონი არჩილის ინდოელი მეგობრებიც ყოველდღიურად გვედგნენ გვერდში. მოდიოდნენ ანიტას სანახავად და გამოთქვამდნენ მზაობას მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთმა Dr. S. Jagathrakshakan-მა გამოხატაარა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდაჭერის სურვილიც. Dr. S Jagathrakshakan არის ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ანიტას ამბავი. ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას მისი ბიოგრაფიის შესახებ: http://theaccordworldwide.com/founders-desk.html…

დღეს საღამოს გვესტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომპანიის წარმომადგენლები, მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ. ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ.

შეგახსენებთ, რომ ინდოელმა ექიმებმა გადაწყვიტეს თერაპიული კურსი სცადონ და თუ არ გაამართლებს, ამ შემთხვევაში დაგეგმონ ოპერაცია. ჩვენთვის ეს პატარა შანსი უფლის საჩუქარი იყო და მასზე თანხების უქონლობის გამო უარის თქმა წარმოუდგენელი იქნებოდა. შეუძლებელია კლინიკამ წინასწარგაგიკეთოს მკურნალობის კალკულაცია, რადგან არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ის და რა კვლევები თუ წამლები დაგვჭირდება პროცესში. ჩვენ კი მხოლოდ ოპერაციის თანხა გვქონდა შეგროვებული. ამის გამო საგონებელში ჩავვარდით, გვიჭირდა ხალხისთვის გვეთხოვა გაურკვეველი ოდენობის თანხების შეგროვება. თანაც ვიცით რამდენი გაიღეთ ჩვენ გამო. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მსგავსად უამრავ მშობელს უჭირს.

ასეთი დიდი პრობლემიდან გამოსავალი კი ბატონი არჩილის მონდომებისა და Dr. S Jagathrakshakan-ის კეთილშობილების შედეგად გამოვნახეთ. ახლა სიტუაცია ასეთია: თქვენი უდიდესი თანადგომის შედეგად გვაქვს შეგროვებული ოპერაციის თანხა. უფლის წყალობით, თუკი თავიდან ავირიდებთ ქირურგიულ ჩარევას, ეს ფული მოხმარდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც იმ მომენტში ექნებათ ამის დიდი საჭიროება.

მანამდე კი საქვეყნოდ დიდ მადლობას ვუხდი ბატონ არჩილსა და Dr. S Jagathrakshakan-ს. მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ გამოხატეს ჩვენი დახმარების სურვილი და გვჯერა ამ ბრძოლის ბოლომდე ჩვენ გვერდით იქნებიან. ბოლოს კი ერთად გავიმარჯვებთ.

თქვენ კი ჩვენო კეთილო ადამიანებო, რომლებიც მუდამ მზად ხართ ჩვენს დასახმარებლად, დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ ლოცვებით დაგვიდგეთ გვერდში პ.ს. როგორც კი პირველი ჩარიცხვა განხორციელდება, მაშინვე მოგახარებთ!” - წერს მარიკო სადრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42