ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემდეგ, სასამართლომ კიდევ ერთ სხდომაზე პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე იმსჯელა. ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ამ თანამდებობაზე ყოფნით ბრალდებული ხელს შეუშლიდა გამოძიებას, ასევე შესაძლოა, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა ან შეემსუბუქებინა დანაშაული.
ადვოკატიც და ბრალდებულიც პროკურორის შუამდგომლობას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, სადისტური მკვლელობა თბილისში, ბედობის ღამეს მოხდა. არსებული ინფორცამიით, შინაგან სამეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა 24 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს.
ახლობლების მტკიცებით ყველაფერი ვაკრეთილის სასაფლაოებთან მომხდარი დაპირისპირებით დაიწყო, როცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ძმებ წურწუმიებს მამის საფლავზე სასტიკად გაუსწორდნენ. 21 წლის ბიჭმა გაქცევით უშველა თავს, თუმცა არ გაუმართლა მურად წურწუმიას.
ინცინდენტიდან მეორე დღეს მურად წურწუმია თვალამოთხრილი იპოვეს. ახალგაზრდას თავის ქალა დამტვრეული ჰქონდა. 24 წლის ბიჭი სრულიად შიშველი გზაზე ეგდო.
მასალის გამოყენების პირობები






