სასაფლაოზე ნაწამები ბიჭის ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს და "მკვლელების" მფარველობაში შს მინისტრს ადანაშაულებს
სამართალი - 11:52, 07 Jan, 2020     2035
24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის მძიმე გაგრძელება - წამებით მოკლული ბიჭის ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს.

წურწუმიების თქმით, მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, მათთან შსს-ს თანამშრომელი მივიდა და ერთგვარად უკმაყოფილება გამოთქვა, რომ წურწუმიებმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბეს.

მოკლული ბიჭის ოჯახი ეჭვობს, რომ მეორე სპეცრაზმელს, რომელსაც ისინი მკვლელობაში ადანაშაულებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მფარველობს:

"გომელაური მფარველობსო ამბობენ.... ჟურნალისტები რატომ გამოიძახეთო, მითხრა პოლიციის თანამშრომელმა. პოლიციაში არც კი შემიშვეს. მისაყვედურეს ჩემს მეორე ძმიშვილთა მედიის წარმომადგენლები რომ მივიყვანე"- აცხადებს მოკლული ბიჭის ბიძა.

მისივე თქმით, დაკავებული სპეცრაზმელი, რომელსაც გამოძიება განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავება და არა მკვლელობას, ჩვენებაში ამბობს, რომ შემთხვევისას ის მარტო იყო.

"ორნი იყვნენ, ჩემი ძმიშვილი აცხადებს, რომ ორნი ურტყამდნენ"- აცხადებს მოკლულის ბიძა.

ოჯახის ინფორმაციით, ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი, ნაცემმა მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმია კი სპეცრაზმელების ხელში აღმოჩნდდა.

მუხრან წურწუმია ყვება, რომ მან მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინცინდენტში მონაწილე მეორე პირი უწყების თანამშრომელი არ არის და შსს-ში არც არასდროს უმუშავია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42