
ყველამ იცის დეივიდ ბექჰემისა და მისი მეუღლის, ვიქტორიას შესანიშნავი სიყვარულის შესახებ. თუმცა ყველაფერი ესე მარტივად არ ხდება. ისინიც ადამიანები არიან, რომლებსაც მრავალი სირთულის გადალახვა უწევთ. წლების განმავლობაში წყვილი ერთმანეთისგან განცალკევებით და შორ მანძილზე ცხოვროდა. ვიქტორია ლონდონში, ხოლო დეივიდი კალიფორნიაში იყო. თუმცა მანძილმა მათი სიყვარული ვერ შეანელა. ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილს 4 შვილი ჰყავს.

სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი 22 წელია ცოლ-ქმარი არიან. სარა და მეთიუ სამაგალითო წყვილია. ამ ორ ადამიანისთვის არასდროს ყოფილა დამაბრკოლებელი შორ მანძილზე ურთიერთობა. როგორც სარა აღნიშნავს, მანძილი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და მათ სიყვარულს განამტკიცეს.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ინტერნეტ სამყაროს ფავორიტი წყვილია. ისინი ერთმანეთს „ტროლავენ“ და ვიდეოებს საჯაროდ აქვეყნებენ, რაზეც ყველა ხალისობს. სანამ წყვილი დაქორწინდებოდა, ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და შემდეგ ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა შორ მანძილზე.

მეგან მარკლსა და პრინც ჰარისაც უწევდა შორ მანძილზე ურთიერთობა და იცით რა წესი ჩამოაყალიბეს? ისინი ერთმანეთს 14 დღეში ერთხელ მაინც ხედავდნენ. როგორც თავად აღნიშნავენ, წყვილისთვის არ იყო მარტივი მონატრების გადალახვა, თუმცა სიყვარულის ძალით მათ ეს შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები






