მეთოდიზმი ინგლისური პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. ეს არის ანგლიკანური სექტა, რომელიც ძმები უესლების მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტშია დაარსებული 1729 წელს. მათი მიზანი ბიბლიის მეთოდურად შესწავლა და წესების დაუფლება იყო. შემდეგ ჯონ უესლი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების, რწმენის განწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით. ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში, ბალტიმორში, საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ (1787 წლიდან). მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55 ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ.
გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესია გეგმავს ორად გაყოფას. ეკლესიის ერთი ნაწილი მხარს დაუჭერს ერთსექსიანთა ქორწინებას, ხოლო მეორე კი არა. აღნიშნულ ეკლესიას 13 მილიონამდე წევრი ყავს აშშ-ში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 80 მილიონ ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები