რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს რომ სურვილი აგვისრულდეს
ეს საინტერესოა - 23:39, 31 Dec, 2019     2968

ეკა კვარაცელია, რომელიც ფენ-შუის სპეციალისტია ჟურნალ "თბილისელებთან" ახალი წლის ღამის რიტუალებზე საუბრობს.

ეკა კვარაცხელია საახალწლო წესება და რიტუალებზე საუბრობს და გვაძლევს რჩევებს რომ კეთილგანწყობა, ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და მატერიალური კეთილდღეობა დავიბედოთ.

"იმისთვის, რომ მოიპოვოთ წლის მმართველის კეთილგანწყობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სახლი იყოს დასუფთავებული, ლამაზად მორთული, სუფრა – მრავალფეროვანი საკვებითა და სასმელებით წარმოდგენილი და დღესასწაულისთვის შესაფერისი, ლამაზი საჩუქრები კი – ნაძვისხესთან დალაგებული. ახალი წლის ღამეს ჩაცმულობა დახვეწილი უნდა იყოს და მასში თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და მწვანე ლითონის ფერები დომინირებდეს. მაგრამ, ვინაიდან 2024 წლამდე ცეცხლის ენერგიის უკმარისობაა, კოსმიურად აუცილებელია, ჩაცმულობაში, რაიმე სახით, წითელი ფერი ფიგურირებდეს – თუნდაც, სამკაული ან აქსესუარი. გაითვალისწინეთ, რომ ვირთხას არ უყვარს ვულგარული ვიზუალი, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ჩაცმის კლასიკურ სტილს. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ. ფეხსაცმელი შეგიძლიათ, ნებისმიერი ჩაიცვათ – დაწყებული მაღალყელიანი ჩექმებიდან, დამთავრებული ქუსლიანი კლასიკურით, მთავარია, მათ ჰქონდეთ რაიმე ლითონის აქსესუარი. ლითონის ვირთხას, უყვარს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. მამაკაცებს ვურჩევთ, ჯინსებისა და სპორტული ზედების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ კლასიკურ შარვალს და პერანგს. თუმცა, თუ არჩევანს მაინც სპორტულ სტილზე გააკეთებთ, ისიც უნდა იყოს ელეგანტური. ვარცხნილობა უნდა იყოს სადა, არა პომპეზური, სასურველია, გააფორმოთ ვერცხლისფერი თმის სამაგრებით. მაკიაჟი კი – არა ვულგარული, დახვეწილი და ღია ფერებში. მოერიდეთ ბეწვეულს და გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილზე არ იყოს მტაცებელი ცხოველები, განსაკუთრებით მელა, ასევე, კატა და ძაღლი. გაითვალისწინეთ, რომ ამ წელთან შეხვედრა იქნება მომავალი 12-წლიანი ციკლის ტრამპლინი.

მომავალი წელი რომ წარმატებული იყოს, ფენ-შუის წესები სუფრის გაწყობის დროსაც უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, უმჯობესია, საახალწლო სუფრა იყოს ახალი, თეთრი ფერის, ვერცხლისფერი და წითელი ორნამენტებით. სუფრის გადმოშვებულ კუთხეებში დაამაგრეთ ვერცხლისფერი ორნამენტები და სუფრა გაშალეთ თეთრი ჭურჭლით, რომელსაც შეგიძლიათ წლის ფერები შეუხამოთ, მაგალითად, მაგიდა გააწყვეთ ლითონის სინებითა და შანდლებით, დაანთეთ 4 სანთელი, 3 თეთრი ან ვერცხლისფერი და 1 წითელი. ხელსახოცები უნდა იყოს თეთრი, წითელი, ოქრისფერი ან ვერცხლისფერი. მაგიდაზე უნდა ეწყოს 12 დასახელების საჭმელი, თუნდაც მცირედი რაოდენობით, რადგანაც საკვების გადაყრა ფენ-შუის წესებს ეწინააღმდეგება. მაგიდის ცენტრალურ ადგილას მოათავსეთ ვირთხის ფიგურა, გვერდზე მოუდგით ლითონის სინზე დაწყობილი თხილი, კაკალი, წაბლი ან მიწის თხილი. მეორე თასში ჩაყარეთ ხორბალი და ბრინჯი და შიგ ჩააწყვეთ იმდენი ერთლარიანი მონეტა, რამდენი ოჯახის წევრიც ხართ. გასული წლის სიმბოლო, ტახი უნდა მოათავსოთ მისგან 30 სანტიმეტრში, დასავლეთით. გაითვალისწინეთ, ვირთხას არ უყვარს პიტნა და ამიტომ, წელს მოერიდეთ პიტნიან კერძებს. თუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ, გამოაცხოთ თაგვის ფორმის ორცხობილები, ეს გაახარებს წლის მასპინძელს. სუფრაზე აუცილებელია იდოს ყველის ასორტი, პატარა კუბიკებად დაჭრილი. მაგიდაზე, ვირთხასთან ახლოს მანდარინის ან ნაძვის ტოტები უნდა დადგათ და მასზე ვერცხლისფერი და თეთრი ლენტით შეაბათ ფენ-შუის არანაკლებ 8 მონეტა. ყოველი ოჯახის წევრის თეფშის ქვეშ, უნდა დადოთ ერთი ცალი ლითონის ლარიანი. შემდეგ კი ეს მონეტა გადაიტანეთ საფულეში და მთელი წლის განმავლობაში ატარეთ, როგორც პირადი თილისმა. 12 საათზე, როგორც კი ზარი ჩამოჰკრავს, ხელში დაიჭირეთ ერთლარიანი მონეტა, ჩაიფიქრეთ სურვილი. ოღონდაც მანამდე, სანამ რიტუალს დაიწყებთ, მონეტა კარგად გარეცხეთ და სურვილის ჩაფიქრების მერე ჩააგდეთ შამპანურის ბოკალში, სასმელი დალიეთ, მონეტა კი ამოიღეთ და თქვენს ძვირფასეულობასთან ერთად დადეთ, როგორც წლის ბარაქის სიმბოლო. დღესასწაულის შედგომ კი, მაგიდაზე არ დატოვოთ ბასრი ნივთები ან შუშის ჭურჭელი. გაითვალისწინეთ, რომ ზეიმის შემდეგ სუფრა აალაგეთ, დატოვეთ მხოლოდ ვითხისა და ტახის ფიგურები, თეფში ყველით და ბურღულეულით, ასევე, სინი თხილეულით"

ამბობენ, არსებობს რიტუალი ნაძვისხის მორთვასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის დაოჯახებას უწყობს ხელს. ამაზე რას გვეტყვით?

" წელს ნაძვისხე უნდა იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი. უნდა მოირთოს თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ბურთებით, იკრძალება ცხოველების გამოსახულების სათამაშოები. უნდა გამოიყენოთ ვერცხლისფერი და თეთრი წვიმა. დასაოჯახებელმა ადამიანებმა უნდა ჩაიფიქრონ სურვილი და ნაძვის ხეზე დაკიდონ, საკუთარი ხელით გაკეთებული, თეთრი ქაღალდისგან გამოჭრილი გული, რომელსაც მოათავსებენ წითელ ქისაში. თუ გყავთ სასურველი ობიექტი, შეგიძლიათ დაწეროთ მისი და თქვენი სახელი. თუ არ გყავთ, უბრალოდ, დააწერეთ, რომ თქვენ ხართ შეყვარებული. ნაძვის ხის თავზე აუცილებელია დამაგრდეს, ეგრეთ წოდებული, "მაკუშკა" და აუცილებელია ნაძვის ხე მოირთოს ციმციმებით. ყურადღება გაამახვილეთ საჩუქრის შერჩევისას – ვირთხას უყვარს ყველაფერი, რისი გამოყენებაც შეიძლება, ანუ პრაქტიკული, თუნდაც, საყოფაცხოვრებო ნივთები. ვერცხლის საყურეები და ბეჭედი ან კულონი კი სასურველია, მონეტის ფორმის იყოს" - ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42