სამედიცინო მომსახურება ის სფეროა, რომლითაც ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანს უწევს სარგებლობა. სწორი კლინიკის არჩევა კი, მათი მრავალფეროვნების მიუხედავად, რთული პროცესია. მაშ ასე, რა არის ჩვენთვის გადამწყვეტი როცა ვეძებთ სამკურნალო დაწესებულებას? რომელი კომპონენტია მთავარი - პროფესიონალ ექიმთა გუნდი, ულტრათანამედროვე აპარატურა, მომსახურების ფასი და ხარისხი, მულტიპროფილურობა, წარმოდგენილი სერვისების მრავალფეროვნება თუ კარგი ინფრასტრუქტურა? კავკასიის მედიცინის ცენტრი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტს აერთიანებს და რეგიონში სამედიცინო მომსახურების ლიდერის როლს ირგებს.
რა სერვისებია წარმოდგენილი კავკასიის მედიცინის ცენტრში?
უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურის და მაღალკვალიფიური ექიმთა გუნდის დახმარებით, კავკასიის მედიცინის ცენტრში მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებთ. კლინიკაში ყოველდღიურად ინერგება და იხვეწება სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიები. მაღალკვალიფიციურ ექიმთა მიერ შერჩეული მკურნალობა ეყრდნობა თანამედროვე კვლევებს და მტკიცებით მედიცინას, რაც პაციენტის გამოჯანმრთელებას გარანტირებულად უზრუნველყოფს.
CMC ჰოსპიტალში წარმოდგენილია როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სამედიცინო სერვისები, მათ შორის რადიოლოგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია და ენდოსკოპია. ცენტრში წარმოდგენილი სერვისების სრულად სანახავად, ეწვიეთ საიტს: www.cmchospital.ge
რადიოლოგია
რადიოლოგიის განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე, უახლესი თაობის აპარატურით, რაც დიაგნოსტირების და სამედიცინო კვლევის უმაღლესი ხარისხით ჩატარებას უზრუნველყოფს. ცენტრში შესაძლებელია კომპიუტერი ტომოგრაფიის და მაგნიტო-რეზონანსული კვლევების ჩატარება. გარდა ამისა, აპარატურას გააჩნია ონკოლოგიური პათლოგიების ადრეული დიაგნოსტირების ფუნქციაც.
პაციენტებს მომსახურებას უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი-რადიოლოგები უწევენ. CMC ჰოსპიტალში პაციენტებს ასევე შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ რადიოლოგების კონსილიუმის სერვისით.
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგია CMC ჰოსპიტალის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. განყოფილებაში 24 საათის განმავლობაში ტარდება გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები. უნიკალური სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვილი ცენტრი თვალის დაავადებათა სრული სპექტრის მკურნალობას გთავაზობთ. მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი სამედიცინო მომსახურებას უწევს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულ პაციენტებს.
კარდიოლოგია
CMC ჰოსპიტალი პაციენტებს მაღალი ხარისხის კარდიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული მიმართულება კავკასიის მედიცინის ცენტრში მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც ნიშნავს როგორც მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურის არსებობას, ასევე კვალიფიციურ ექიმთა გუნდს.
კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების მიღება ცენტრში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. CMC ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის გეგმიური თუ გადაუდებელი კარდიოქირურგიული ოპერაციები. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს პოსტ-ოპერაციული დაკვირვების და მკურნალობის ცენტრი. დაავადების მართვა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ენდოსკოპია
კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოსკოპიურ განყოფილებაში პაციენტებს უტარდებათ დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციები. უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ განყოფილებაში კიბოს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენაა შესაძლებელი. ეს კი აჩენს ადრეული ჩარევის შესაძლებლობას, რაც სწორი მკურნალობის შედეგად, გარანტირებულ ჯანმრთელობას ნიშნავს.
გარდა ამისა, ცენტრში ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება ანესთეზიით, რაც ამცირებს პაციენტთა დისკომფორტს. CMC ჰოსპიტალი ასევე გთავაზობთ ენდოსკოპიურ ოპერაციებს, რაც თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური ქირურგიული გუნდის მიერ ტარდება.
რატომ CMC ჰოსპიტალი?
ინოვაციურობა, დასავლური გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა - ამ ნიშნებით CMC ჰოსპიტალი გამორჩეულია რეგიონში. მულტიპროფილური ჰოსპიტალი ის ადგილია, სადაც სრული სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო ჰოსპიტალთა ფედერაციის წევრია, რაც რთული სამედიცინო შემთხვევების დროს უცხოურ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას, სერვისების მრავალფეროვნება კი უადვილებს პაციენტებს ერთ სივრცეში ჩაიტარონ სრულყოფილი მკურნალობა. CMC ჰოსპიტალი - სწორი გადაწყვეტილებაა!
მასალის გამოყენების პირობები






