თბილისში ამიერკავკასიაში პირველი სათხილამურო სიმულატორი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:58, 30 Dec, 2019     2945

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, „პროლესკი საქართველომ“ თბილისში სამთო-სათხილამურო კლუბი გაიხსნა. ამიერკავკასიაში პირველად თბილისში თხილამურებზე სრიალის შესწავლის მსურველებისთვის ტრენაჟორი ამუშავდა.

2019 წლის ზაფხულში „პროლესკი საქართველომ“ გადაწყვიტა საქართველოში სამთო-სათხილამურო კლუბი შეექმნა, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას მისცემდა თხილამურსა და სნოუბორდზე დგომა სათხილამურო ტრენაჟორის საშუალებით შეესწავლათ.

ეს არის სტარტაპ-პროექტი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არა აქვს. სიმულატორის საშუალებით დამწყებ მოთხილამურეებს შეეძლებათ ისწავლონ სრიალი თბილისიდან გაუსვლელად, თანაც წლის ნებისმიერ დროს. სასწავლო კურსი შედგება 8 სეანსისაგან, რომლის დასრულების შემდეგაც მსურველს შეეძლება თავისუფლად სრიალი. სწავლებას ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები. ტრენაჟორის საშუალებით შესაძლებელია, როგორც დამწყებთათვის სრიალის შესწავლა, ასევე, გამოცდილ მოთხილამურეთათვის ტექნიკის დახვეწა. სათხილამურო სიმულატორის საშუალებით სრიალის მოყვარულებს ზაფხულის განმავლობაშიც შეეძლებათ საყვარელი აქტივობით დაკავდნენ. სავარჯიშო დარბაზი იმუშავებს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.

„პროექტის სპეციფიკიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე დაფინანსებაში თიბისი ლიზინგის ჩართვა მოხდა. დაფინანსებიდან მეოთხე თვეს დანადგარი უკვე საქართველოში იყო და ტრენაჟორი იანვრიდან პირველ მოსრიალეებს მიიღებს. „პროლესკის“ სათხილამურო სიმულატორი ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის ისწავლონ სრიალი და ხშირად ესტუმრონ ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებს. საქართველო მთის კურორტების ქვეყანაა და შესაბამისად, სპორტის ამ მიმართულებების შესწავლაზე მოთხოვნა დიდია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „პროლესკი საქართველოსთვის“ ეს წარმატებული დასაწყისი იქნება,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.

სამთო-სათხილამურო სპორტის შესწავლით ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები და სპორტსკოლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42