თიბისი ბანკმა EBRD-ისგან 65 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:50, 30 Dec, 2019     1915
თიბისი ბანკმა და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, მოზიდული 65 მლნ ლარი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტიციებს მოხმარდება.

დაფინანსება მოიცავს ფართომასშტაბური ტექნიკური კონსულტაციების პაკეტს, რომლის თანადაფინანსებას კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს. პარტნიორობის მიზანი მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა და მათი განხორცილებაა. დაფინანსება მოხმარდება ისეთი ტექნოლოგიების განვთარებას, როგორებიცაა, მაგალითად: თერმო იზოლაცია, მზის ფოტოელექტრული სისტემები (პანელები), გეოთერმული თბოტექნიკა, ფექტური სარწყავი სისტემები. მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, ბიზნესებს შესთავაზებენ კონსულტაციებს საქართველოში ხელმისაწვდომი მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.

„მწვანე ეკონომიკის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში. კომპანიების და კერძო პირებისათვის ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. აღნიშნული ინვესტიცია დაეხმარება მათ მნიშვნელოვნად დაზოგონ ენერგომოხმარება და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა კატარინა ბიორინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

„უკვე 20 წელზე მეტია EBRD ჩვენი პარტნიორია. ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მანძილზე, EBRD -ი თიბისი ბანკს სხვადასხვა სასესხო პროდუქტით, ტექნიკური დახმარების პროგრამითა და კაპიტალში ინვესტიციებით უჭერს მხარს. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ამცირებს უცხოურ ვალუტაში სესხებზე დამოკიდებულების ხარისხს და იცავს ბიზნესებს და კერძო პირებს პირდაპირი სავალუტო რისკებისაგან. აღნიშნული პარტნიორობით, თიბისი ბანკი განაგრძობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას და ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

EBRD (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა წლების განმავლობაში საქართველოში უკვე 3.6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 239 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42