ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანაში გარდაცვლილის ოჯახი ქმარს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ის მეუღლეს სცემდა და ცხედარს დაზიანებებიც აღენიშნება.
ოპოზიცია "ქართული ოცნების" დეპუტატის დაკითხვასაც ითხოვს, რადგან მათი ინფორმაციით, მაჟორიტარისთვის ძალადობის შესახებ ცნობილი იყო.
ცნობისთვის, სამეგრელოში, სოფელ შამგონაში "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლში ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარს მაჟორიტარმა ზაზა ხუბუამ მიაგნო.
სამი შვილის დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, ახლობლების თქმით ქალს მეუღლე სისტემატიურად სცემდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყო "ოცნების" დეპუტატი, რომელიც ოჯახის ახლობელი გახლავთ. ბოლოს სამი შვილის დედა სწორედ მაჟორიტარის სახლში ნახეს. ნაცემი ქალი ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






