ექსპერტიზის დასკვნით გიორგი რურუას ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალი და იარაღზე მისი ანაბეჭდი არ დაფიქსირდა - „ორივე დასკვნა ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს“
სამართალი - 22:30, 29 Dec, 2019     2752
„მთავარი არხის“ ერთერთი მეწილის გიორგი რურუა საქმეზე ექსპერტიზამ ორი დასკვნა გადაუგზავნა საქმის ადვოკატს, რომლის თანახმადაც რურუას ტანსაცმელზე მეტალიკის კვალი არ არის, მათ შორის, აბავეჭდები არ არის იმ იარაღზე, რომლის უკანონო ტარებასაც მას გამოძიება ედავება.

ექსკერტიზის დასკვნის დეტალებზე რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს. მისი თქმით, ექსპეტიზის ორივე დასკვა დაცვის მხარის სასრგებლოა და დასტურდება, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს.

„ჩაგვბარდა ორი ექსპერტიზის დასკვნა.

აქედან პირველი დასკვნის თანახმად გიორგი რურუას შარვალზე და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ქონდა, მაშინ როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგის შარვლის საქამრეში “ედო” იარაღი.

და მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე რომლის “ტარებასაც” გიორგის ედავებიან, არ ამოვიდა ანაბეჭდები.

ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს.

რაც შეეხება დნმ-ს. გიორგის დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ-ი, ოღონდ ისე რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ეს დამნაშავე პოლიციელებმა გააკეთეს იმიტომ, რომ “ამოღებულ” იარაღზე წაესვათ გიორგის დნმი და ამით დაემტკიცებინათ “დანაშაული”. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმის ნიმუში, ამაზე ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან. ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში არ მივიღეთ მონაწილეობა.

ამის შემდეგ, რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოს წასმული დნმის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ეხლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისიხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს.

რაც არ უნდა მოხდეს, უკვე არსებულ, ჩვენ სასარგებლო ექსპერტიზის ორი დასკვნას, ვერსად გაექცევიან და ვერ დაამტკიცებენ (დამტკიცებაში მონა მოსამართლეების გადაწყვეტილებებს არ ვგულისხმობ) იმას რაც არ მომხდარა - გიორგის მიერ იარაღის ტარებას. შესაბამისად, გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია! ის ისჯება მთავარი არხის მეწილეობისთვის და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის.“ - წერს დიტო საძაგლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42