“სიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც მე ვარ” - რა დეტალებს ასაჯაროვებს გოჩა დათუსანი
სოც.მედია - 18:07, 28 Dec, 2019     3045
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის მომღერალი გოჩა დათუსანი სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წერს.

„სიმართლე ვაჟა ექიმის გათავისუფლების შესახებ, რომლის უშუალო მოწმეც მე ვარ!

მინდა, პირველ რიგში მივულოცო ყველას ვაჟა ექიმის გათავისუფლება და ასევე, მინდა მოგიყვეთ ის, რასაც მე თავად შევესწარი და რაც არის ნამდვილი სიმართლე.

რამდენიმე დღის წინ მოვინახულე ყველასათვის საამაყო ბატონი პაატა ბურჭულაძე. ჩვენი ერთად ყოფნის დროს დაიწყო მართლაც ისტორიული პროცესი: პაატა ბურჭულაძე მუშაობდა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად!

ვაჟა ექიმის მეუღლე დაუკავშირდა მაყვალა ქასრაშვილს და სთხოვა ცნობილ მომღერალთან ვერონიკა ჯიოევასთან დარეკვა, რათა მას ეშუამდგომლა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის.(ვერონიკა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი უახლოესი მეგობრები არიან ერთმანეთის).

ქალბატონ მაყვალას უთქვამს: ვერონიკა პაატა ბურჭულაძის დიდი თაყვანისმცემელია და მარტო მას შეუძლია ამის გაკეთებაო. ამის შემდეგ დარეკა ბატონი ვაჟას მეუღლემ პაატასთან.

ვერონიკას დაურეკა პაატა ბურჭულაძემ ჩემს თვალწინ (ჩემს გარდა იქ იყვნენ თეო ჯორბენაძე და პაატას შვილები) და დაახლოებით ასეთი სიტყვები უთხრა: ვერონიკა, სამუდამოდ შენს ვალში ვიქნები, ოღონდ დაგვეხმარე, დავიბრუნოთ ვაჟა გაფრინდაშვილიო.

ცოტა ხანში ვერონიკა ჯიოევა ურეკავს პაატას და ეუბნება - ველაპარაკე ბიბილოვს და ვუთხარი: ცხოვრებაში არაფერი მითხოვია შენთვის, ახლა გთხოვ, გაათავისუფლე ვაჟა გაფრინდაშვილი. ბიბილოვმა დაპირდა, აუცილებლად შევიწყალებო. პაატა კიდევ ეკითხება - შეწყალება შეიძლება ახლაც და ერთი წლის შემდეგაც. თქვას, როდის შეიწყალებს. ამის შემდეგ პაატამ დაურეკა ვაჟა ექიმის მეუღლეს და უთხრა: შეწყალება ნამდვილად შედგება! ამის შემდეგ ისევ რეკავს ვერონიკა ჯიოევა და ეუბნება: მალე შეიწყალებს, რაზეც პაატა ეუბნება - ახლა კიდევ დაურეკე ბიბილოვს და ჰკითხე ახალ წლამდე გამოუშვებს თუ ახალი წლის შემდეგო. კიდევ დარეკა ვერონიკამ და თქვა: არ გვეუბნება პრინციპულად, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ეს მოხდება ახალ წლამდე, რამდენიმე დღეში. პაატამ დიდი მადლობები უხადა მას და ქალბატონ თამილას აცნობა ყველაფერი. თან სთხოვა, საიდუმლოდ დარჩენილიყო ეს ამბავი, რომ საქმე არ გაფუჭებულიყო.

დღეს დილით მირეკავს თეონა ჯორბენაძე და მეუბნება: ვაჟა ექიმი თავისუფალია! ჩემს თვალწინ სწორედ პაატა ბურჭულაძემ და მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა და სიყვარულმა გაათავისუფლა ბატონი ვაჟა!“ - წერს მომღერალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42