გიორგი კეკელიძე ტროლ-ბოტებზე და მამის გარდაცვალებაზე: „მე მათ ვპატიობ... არც ბოდიშს ველი მათგან...“
სოც.მედია - 17:18, 28 Dec, 2019     1683
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ყალბი გვერდებისა და ექაუნთების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.

და უცნაური რამ მინდა მოგითხროთ:

თუ რამეზე შეიძლება არ დავიწუწუნო, ეს ხალხის სიყვარულია. მეტიც, სრულიად გაუგებრად და დაუმსახურებლად - ზედმეტად ჭარბია ეს მომართება ჩემდამი - უცხო ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეხუტებიან. ყოველდღე ასობით შექების წერილი მომდის. ვიბნევი და მრცხვენია, მაგრამ ცხადია, თანაც მიხარია.

მიხარია, თუმცა არასდროს მგონებია, რომ ამხელა სიყვარული შეიძლება უცებ დიდ სიძულვილში არ გადახურდავდეს და არც ამით სარგებლის სურვილი გამჩენია. ამიტომ, სულ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. კრემლზე და რუსულ კულტურის ცენტრზეც იგივე ვთქვი და ვიმეორებ. აქაც ვერ დავიჩივლებ მცირე მხარდაჭერით, მაგრამ იმ დღიდან ამ გვერდს აეკიდა ხუთამდე ტროლ-ბოტი, რომელიც მამაჩემის მოსაგონარ უკიდურესად სევდიან წერილებზეც კი საშინელ შეურაცხყოფებს აქვეყნებდა კომენტარად. და მერე სოფელში ამ კომენტარებს უკითხავდნენ დედაჩემსაც. ეს გვერდები ამასწინ გაქრნენ, მაგრამ ცხადია, ადამიანები, ვინც მათ მართავდნენ, ისევ ხილულები არიან და თვალყურს მადევნებენ. და მინდა მივმართო მათ: ამ დღეს, მამაჩემის გარდაცვალების დღეს, მე მათ ვპატიობ ყველა ამაზრზენ კომენტარს და არც ბოდიშს ველი მათგან. ერთადერთი - იმედი მაქვს, ცოტა ხანი მარტო დარჩებიან საკუთარ თავთან და ათი წუთის ფიქრით მეტი იქნებიან, ვიდრე იყვნენ. ეგებ ამ ფიქრმა რომელიმე გადაარჩინოს.“ - წერს გიორგი კეკელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42