"რას მერჩოდი...აივნიდან მინდა გადახტომა... მრცხვენია რომ მაქვს საჭმელი, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე რესტორანში ვივახშმო" - ნიკოლოზ რაჭველი
სოც.მედია - 15:12, 27 Dec, 2019     2408
სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, გადაცემა "რეაქციას" ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაცემის მძიმე თემის შემდეგ არაფრის ხალისი არ აქვს.


ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ რცხვენია რომ სახლში საჭმელი აქვს და რესტორანში ვახშმობს.


"TV პირველზე "რეაქციას" ვუყურებ და აივნიდან მინდა გადახტომა...
მრცხვენია რომ მაქვს საჭმელი, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე რესტორანში ვივახშმო, რომ შემიძლია მანქანაში ბენზინი ჩავასხა...
გულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი ჩვენ...
ძალიან ძალიან ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი...
პოლიტიკოსებზე, ბიზნესის მკეთებლებზე, ღონისძიებებსა და ნაძვის ხეებზე, უსაგნო ხარჯვებსა და გულგრილობებზე არაფერს ვიტყვი, უიმედოდ დარჩენილი ადამიანების შესახებ ნაჩვენები სიუჟეტების ფონზე რაც თავში მომდის ეთიკის ნორმებს ვერ ვუსადაგებ...
მაგრამ არანაკლები დანაშაულის პასუხისმგებლობას საკუთარ თავს და ჩემნაირ ადამიანებს ვაკისრებ, რადგან თურმე ასეთი გადაცემები მჭირდება გასაცნობიერებლად, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ...
მერე რა, რომ მუსიკას ვწერ ან ვასრულებ.......
ინგა გრიგოლია რას მერჩოდი?! აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს ისეთი თანაგანცდა მაგრძნობინე ჩემი ქვეყნის განწირული შვილების მიმართ...
და მაინც, ღმერთო, მაპატიე რომ მათთან
შედარებით ბევრად კარგად ვარ და ყოველდღიურ მადლიერებას გაკლებ სხვადასხვა წუხილებით თუ უკმაყოფილებებით...

P.S. პირველი 20 კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვარედაქტირებ, ანუ ვამატებ:
მე ნუ შემაქებთ! ყველაზე მატად ის კომენტარი მეამა, სადაც მითხრეს სტატუსის გამოქვეყნებას თავად იმოქმედეო. ეს ის შემთხვევაა, რომ ჩემი მისამართით განკუთვნილი არც ერთი გული არ მანუგეშებს... ამავდროულად გულწრფელი მადლობა სიყვარულისთვის! განა რა შეედრება სრულიად უცნობი ადამიანებისგან ასეთი სიყვარულის და გულშემატკივრობის შეგრძნებას... მაგრამ... მაგრამ... მ ა გ რ ა მ . . ." - წერს ნიკოლოზ რაჭველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42