საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტის „ბაბალეს წინდა“ -ს პრეზენტაცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:44, 25 Dec, 2019     1352

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კიდევ ერთი პროექტი „ბაბალეს წინდა“ განხორციელდა. პროექტის პრეზენტაცია სოციალური საწარმოს სახელოსნო-სალონის ახალ სივრცეში გაიმართა. პროექტის პრეზენტაციის პარალელურად ბაბალეს სადღესასწაულო ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, ხელს უწყობს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნასა და განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას. ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის მიზანია ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსება, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს. სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი - ბაბალეს წინდა.

„ბაბალეს წინდა“ არის სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს. წინდებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში.

ბაბალეს წინდა, გარდა განსაკუთრებული დიზაინისა და შინაარსობრივად დატვირთული წინდებისა, გამოირჩევა საინტერესო შეფუთვებით. თითოეულ წინდას აქვს თავისი უნიკალური ჩასადები ყუთი, სადაც განთავსებულია ინსპირაციის რეპროდუქცია და მისი ამბავი, ლამაზად მოთხრობილი. აღსანიშნავია, რომ წინდების ეტიკეტები და შესაფუთი ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ ამზადებს. ორი საწარმოს თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვის გარდა სოციალური საწარმობის ბიზნეს თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 12 უნიკალური დიზაინის წინდა შეიქმნა. 2020 წლის გაზაფხულზე კი შემდეგი კოლექციის გამოშვება იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42