შემთხვევა თბილისის 77-ე სკოლაში - მოსწავლეს თვალი დაუზიანდა
შემთხვევა - 17:37, 24 Dec, 2019     1599

მანდატურის სასმახური 77-ე სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი განმარტებით, მოზარდებს შორის შელაპარაკება “სეკრეტ სანტას” საჩუქართან დაკავშირებით დაიწყო, რის შედეგადაც ერთ-ერთ მათგანს თვალი დაუზიანდა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ თბილისის N77 სკოლაში მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე 2 ბიჭს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით. შესვენებაზე, სკოლის საპირფარეშოში, შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში.

უსაფრთხოების წესის თანახმად, სასკოლო საპირფარეშოებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ არის. როგორც კი მანდატურისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა, ის მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტი შეაჩერა.

ფაქტის შესახებ მანდატურმა აცნობა სკოლის დირექციას და მოსწავლეთა მშობლებს.

დაზარალებულ მოსწავლეს, რომელსაც აღენიშნებოდა სილურჯე თვალის არეში, პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა.

კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც რაიმე სახის აკრძალული ნივთი აღმოჩენილი არ იქნა.

ვინაიდან კონფლიქტის დროს მოსწავლეს მიღებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, მანდატურმა, უსაფრთხოების წესის თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

დაზარალებული მოსწავლე, რომელსაც დაზიანება თვალის არეში აღენიშნებოდა, დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ის ამჟამად უკვე შინ იმყოფება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42