ღარიბაშვილის უწყება არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 19:00, 26 Oct, 2013     1052

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას უზრუნველყოს მშვიდი ვითარება და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები არჩევნების მიმდინარეობისას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მიერ მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

არჩევნების დღესთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინიციატივით შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცესკოსთან და უზრუნველყოფს მართლწესრიგს არჩევნებს დღეს.

ყველა რეგიონალურ დანაყოფში შემუშავებულია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს პოლიცია იმოქმედებს კანონთან სრულ შესაბამისობაში. პოლიცია იქნება ურთიერთკოორდინაციაში საარჩევნო შტაბთან.

პოლიციის დანაყოფები არ განლაგდებიან საარჩევნო უბნებში ან საარჩევნო უბნებთან ახლოს. სამართალდამცველები გამოცხადდებიან საარჩევნო უბანში მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევის შემთხვევაში.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან. პოლიცია ნებისმიერ მსგავსს ფაქტზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომას მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42