ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: "ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცავლოს, პეტრე ყუფარაძის დადანაშაულება "ზღაპარია"
სამართალი - 12:12, 23 Dec, 2019     2479

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეზე დაკავებული პეტრე ყუფარაძე მათი ოჯახის ახლობელია, ამიტომ "ზღაპარია", მისი დანაშაული გამსახურდიას დაჭრის საქმეზე.

რაც შეეხება გამოძიებას, ჯაბაური ამბობს, რომ ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს.

"ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა. სწორედ ყუფარაძემ გადაარჩინა ცოტნე"- აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ცოლი.

ანა ჯაბაური ამბობს, რომ საქმეში ორი ცივი იარაღი ფიგურირებს.

"იყო დანა, ყავარჯენიც, ბლაგვი საგანიც. ერთი ადამიანი ამდენ იარაღს ვერ დაიჭერდა"- თქვა ჯაბაურმა.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე დაკებებულებს კრიმინალური წარსული აქვთ:

"ერთი გერმანიაში იხდიდა სასჯელს, ერთი საფრანგეთში, მესამე ორჯერ იყო პატიმრობაში საქართველოში. ცოტნეს ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა", -განაცხადა ანა ჯაბაურმა.

რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება:

„პირველი 72 საათი იყო კრიტიკული და მნიშვნელოვანი. ასე რომ, მდგომარეობა ნელ-ნელა იმედისმომცემი ხდება და ცოტა ამოვისუნთქეთ. ისევ მართვით სუნთქვაზეა. ორ სამ დღეში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდება და გადაწყდება ცოტნეს გაღვიძების თაობაზე. ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მეგობარი და კოლეგა აშშ დან ჩამოვიდა სპეციალურად ცოტნესთვის, ის არის ნიუ იორკში ცნობილი რეანიმატოლოგი, დეპატრამენტის უფროსი და ახლა კოლეგებთან ერთად გავივლით ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერს“ ,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42