" პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია, მისი მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია" - ანა ჯაბაური
სამართალი - 14:56, 22 Dec, 2019     2062

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პეტრე ყუფარაძე ცოტნეს ბავშვობის მეგობარია.

ანა ჯაბაური პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმას გამორიცხავს.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე აცხადებს, რომ ის საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის მეზობელი.

„დღეს იქნება სასამართლო პროცესი, გავრცელდა რამდენიმე ვერსია, რაც წავიკითხე რაღაც ზღაპრებს გავს. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ სახლიდან გავაცილე და ცოტა ხანში მოხდა ეს, ჭიშკართან ეყარა ნივთები და სისხლიც იქ იყო.

რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ პეტრე იყო, მხოლოდ შეეცდებოდა გადაფარებოდა ცოტნეს. ამას ნამდვილად ვიტყვი, სხვა ადამიანებს მე არ ვიცნობ, ერთ-ერთი არის მეზობელი.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. ალბათ, სამ-ოთხ დღეში კიდევ განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას როდესაც გააკეთებენ, იქ გაირკვევა საბოლოოდ, როდის გააღვიძებენ და რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42