ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია საზოგადოებას რჩევას აძლევს და ყვება რა უნდა გავითვალისწინოთ ახალიწლის ღამეს, როგორ გავაწყოთ სუფრა, რა ფერები უნდა დომინირებდეს, და რა ახალი ტრადიციით უნდა შევხვდეთ ვირთხას.
"დგება ლითონის ვირთხის წელიწადი, ეს არის თეთრი ლითონის ვირთხა, ის ხასიათდება იმით რომ ძალიან ბრძენი დიპლომატიური არსებაა, ცოტა ეშმაკიც და ის ფიქრობს რომ თუ ადამიანს არ აქვს ეს თვისებები ვერ იქნება ამ წელიწადს წარმატებული.
წარმატების მომტანი პროფესიები იქნება: კვების ინდუსტია, რესტორნის ბიზნესი, სასტუმროების ბიზნესი, უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა.
რადგანაც შემოდის ვირთხის წელი მნიშვნელოვანია რა გვექნება მაგიდაზე, სუფრაზე უნდა დომინირებდეს წითელი ფერი, ბევრი თხილი და სუფრის თავში უნდა იყოს გოზინაყი.
ჩინეთში ახალი წლის ნაძვის ხე არის მანდარინის ტოტები რომელსაც ოჯახისთვის მოაქვს კეთილდღეობა და ბარაქა, ფენშუი გვეუბნება რომ რადგან ვირთხა წლის პირველი ნიშანია ის ხსნის თორმეტ წლიან ციკლს, ამიტომ ვირთხას პატივი უნდა მივაგოთ და მისი კეთილგანწყობა, რომ მოვიპოვოთ მაგიდაზე უნდა გვედგას თორმეტი სახეობის კერძი, აქ შედის ყველის ნაჭრებიც კიტრი პომიდვრის სალათაც, უნდა იყოს აუცილებლად მცირე ულუფები იმიტომ რომ არ შეიძლება, ვირთხა არ გვაპატიებს საახალწლო სუფრიდან აღებული საკვები რომ გადაიყაროს.
თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნისთვის წლევენდელი წელი იქნება კარიერულად და ფინანსურად ძალიან კარგი წელი.
ვირთხა არის შემგროვებელი ამიტომ აქვს თავისი ტრადიცია როგორ უნდა დავდგათ მაგიდაზე ვირთხის სიმბოლო: მაგიდის ცენტრალური ადგილი უნჭირავს ტახს რადგან მიმდინარე წლის სიმბოლოა მისგან ჩრდილოეთით 30 სანტიმეტრში უნდა დავდგათ ვირთხის ფიგურა მაგრამ 25 იანვარს, როდესაც უკვე ახალი წელი შემოვა ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ვირთხა და ტახი უნდა დავდგათ დასავლეთით 30 სანტიმეტრის მოშორებით.
ჭურჭელი უნდა იყოს თეთრი ფერის კარგი იქნება თუ მაგიდას გავაწყობთ ვერცხლის ან ლითონის სინებით, მაგიდაზე უნდა დავაწყოთ ვერცხლისფერი მაგალითად ხელსახოცები, წეთელი ფერი უნდა იყოს აუცილებად რაც არ უნდა გვეცვას რაღაც მაინც უნდა იყოს წითელი ფერის. მაგიდას რომ გავაწყობთ რამდენი ოჯახის წევრიც ვართ იმდენი თეფში უნდა დაიდგას, თეფშის ქვეშ უნდა დავდგათ იმდენი ერთ ლარიანი მონეტა რამდენი ოჯახის წევრიც ვართ, მერე ეს მონეტა უნდა ავიღოთ ახალი წლის ღამის დასრულების შემდგომ ამ მონეტას ჩავიდებთ საფულეში, ეს იქნება ჩვენი ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლო"-ეკა კვარაცხელია
მასალის გამოყენების პირობები






