ლანჩხუთში რძალმა მულისა და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო FB-ზე გაავრცელა
სამართალი - 20:13, 21 Dec, 2019     3394

ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა გურიაში, ლანჩხუთში მცხოვრებ ქალს პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელებისთვის მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ, Batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

საქმის მასალების მიხედვით, ქალმა თავისი მულის და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო ჯერ უკანონოდ მოიპოვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ატვირთა, „რითაც ნ.-ს და კ.-ს სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლემ ამ საქმეზე მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება მოისმინა, რომელმაც თავი დამნაშავედ სცნო და თქვა, რომ „ინანიებს ჩადენილ ქმედებას“. მას სადავოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს სხვების პოზიციები, მათ შორის, დაზარალებულების არ მოუსმენია.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ ყოფილა და ჩადენილი დანაშაული მოინანია, მოსამართლემ მას სასჯელი პირობით ჩაუთვალა, ხოლო გამოსაცდელ ვადად ორი წელი დაუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42