პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებული მის მიმართ წაყენებული ბრალი მძიმეა და საქმე უვადო პატიმრობას არ შეესაბამება.
ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი, დავით კეკელიძე იცავს, რომელიც ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
"მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ბრალდებულის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით უარი არის, რომ აიყვანდნენ კერძო ადვოკატს. მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა რაღაც პერიოდი გამოეყენებინა, მიეცა დაცვის მხარისათვის საქმის გასაცნობად, მაგრამ მან ეს არ გამოიყენა. ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ჩვენს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად მოკლებული ვარ ინფორმაციას. აუცილებელია ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს არის თუ არაა ბრალდებული შერაცხადი"- თქვა დავით კეკელიძემ აჭარის ტელევიზიასთან.
მასალის გამოყენების პირობები






