ჩაის მომზადება ყველას ძალიან მარტივი ჰგონია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ნამდვილი ჩაის მომზადება, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ, ძალიან ცოტას შეუძლია.
ახალი კვლევის მიხედვით, ის ვინც გემრიელ ჩაის ამზადებს, სამყაროში ყველაზე მომხიბვლელი ადამიანია.
კვლევაში 2500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც აღმოჩნდა, ის, თუ როგორი გემოს ჩაის ამზადებთ, ადამიანებს თქვენზე წარმოდგენას უქმნის. თუ დაუვიწყარი, უგემრიელესი ჩაის მომზადება შეგიძლიათ, მის თვალში, ვინც ამ ჩაის მიირთმევს, მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი, მიმზიდველი ადამიანი ხართ და უფრო მეტიც, მისი წყალობით შეიძლება თქვენ მიმართ გრძნობებიც კი გაუჩნდეს.
მეცნიერები და მკვლევარები ამბობენ, რომ გემრიელი ჩაი შეიძლება რომანტიკული ურთიერთობისთვის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს
კონკრეტულად კი, როცა ადამიანი იდეალური გემოს მქონე ჩაის გიმზადებთ, მის მიმართ დადებითი ემოციები გიჩნდებათ, თქვენ შორის უხილავი ძაფები ჩნდება და ის თქვენს თვალში მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ადამიანია. ის, ვინც გემრიელი ჩაი მოგიმზადათ, ყველა საკითხს უდგება სერიოზულად, ყველა საქმეში დებს მთელ ენერგიას და სურს, რომ ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს. არის მზრუნველი და ცდილობს გარშემომყოფებს ასიამოვნოს. ერთი შეხედვით მარტივ საქმეს, ჩაის მომზადებასაც კი, არ უყურებს მარტივად და ცდილობს, განსაკუთრებული გემო შემოგთავაზოთ.
მასალის გამოყენების პირობები






