"ყურზე დანით ჭრილობები აქვს, ემუქრებოდნენ და დააყაჩაღეს" - მარიხუანის გამოძალვისთვის სამი პირი დააკავეს
სამართალი - 11:33, 21 Dec, 2019     1138

მარიხუანის გამოძალვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

შემთხვევა ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ, Batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

დაზარალებულად ცნობილმა მამუკა ა.-მ პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მასთან სახლში სამი კაცი მივიდა და მარიხუანას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი სახეზე დანა დაადეს და ყურის მოჭრით ემუქრებოდნენ. დაზარალებულს სხეულზე ჰქონდა ნაკაწრები და დაზიანებები. მამუკა ა.-მ ასევე უთხრა გამომძიებლებს, რომ სამივე კაცმა ოთახები დაიარა და გაჩხრიკა:„ისინი მარიხუანას ეძებდნენ და რაც შეხვდათ, ყველაფერი დაამტვრიეს“.

დაზარალებულის თქმით, იგი ბრალდებულებმა დააყაჩაღეს კიდეც – წაართვეს ყელსაბამი, ფული, სამი ტელეფონი, სიგარეტი და მარიხუანა.

„წარდგენილ ბრალდებაში სამივე ბრალდებული უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას – დაზარალებულად ცნობილი პირის ჩვენებას. ბრალდებულები ამბობენ, რომ ეს პირი ცნობილი ბარიგაა და გადაუხადეს 150 ლარი, მაგრამ გადააგდო ესენი,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი მტკიცებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

დაცვით სიტყვაში ადვოკატი დაზარალებულის ნათესავზე აკეთებს აქცენტს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმემ თქვა, რომ ინციდენტი მხოლოდ მარიხუანის გამო მოხდა და ეს ყაჩაღური თავდასხმა არ ყოფილა.

დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, დარჩა თუ არა თითის ანაბეჭდები სადმე, თუკი ბრალდებულები მარიხუანას ეძებდნენ და ოთახებში ნივთებს ამსხვრევდნენ.

„არც დამტვრეული რომელიმე ნივთი ამოუღია გამოძიებას,“ – დასძენს ადვოკატი.

შემთხვევევის შემდეგ დაკავებულ ორ პირს სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს მარიხუანა ამოუღეს, მესამე პირს – სისხლიანი დანა ავტომანქანიდან. პროკურატურამ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც დანაზე შემორჩენილი სისხლი დაზარალებულ მამუკა ა.-ს ეკუთვნის.

„სისხლიანი დანა ბრალდებულებს არ ეკუთვნით და იგი პოლიციის მიერ არის შექმნილი,“ – მიიჩნევს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი ვერსიით, მხარეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, შეგინების შემდეგ კი, დაზარალებულმა ერთ-ერთ ბრალდებულს დაარტყა კიდეც და ეს უკანასკნელი თავს იცავდა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულებს დანა ამ კონფლიქტში საერთოდ არ გამოუყენებიათ და დანაზე დაზარალებული კაცის სისხლი პოლიციელებმა მოათავსეს. ადვოკატი აქცენტს აკეთებს ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც: „ბრალდებულთა გენეტიკური კვლები არ აღმოჩენილა რომელიმე კვლევის ობიექტზე, მათ შორის, დანაზე“.

„ექსპერტმა ლევან ფუტკარაძემ დააკონკრეტა, რომ ყურის არეში დაზიანება განვითარებულია მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი, მკვრივი საგნის შედეგად. ჩემ შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ექსპერტმა დაადასტურა, რომ ასეთი დაზიანება შესაძლებელია დარჩენილიყო მაგიდის კიდეზე, ფანჯრის რაფაზე ან მსგავს მკვეთრად გამოხატულ ნივთებზე თავის დარტყმით,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

სხეულის დაზიანებას ან ფიზიკურ ძალადობას გამოძიება ბრალდებულებს არ ედავება. ბრალდებულებს ედავებიან ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას, თუმცა უფრო მძიმე სასჯელს ითვალისწინებს ნარკოტიკული ნივთიერების ან მისი ანალოგის მისაკუთრება, გამოძალვის მუხლი, რომელიც ჩადენილია „სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“. ეს მუხლი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42