Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:06, 20 Dec, 2019     1737

2019 წელი სმარტფონების ინდუსტრიაში ყოველთვის დარჩება გარდამტეხ პერიოდად, ეს არის წელი, როდესაც Samsung-მა წარმოგვიდგინა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-ი. კომპანია სამსუნგი დრეკადი ეკრანის ტექნოლოგიაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ზუსტად 2019 ში მოხდა პირველი „მატერიალიზაცია“, ფართო მასებისთვის გახმაურებული პრეზენტაცია, შემდგომ გაჯეტის დახვეწა და მასიურ წარმოებაში ჩაშვება.

დაკეცილ მდგომარეობაში Galaxy Fold ჩვეულებრივი 4.6 ინჩიანი სმარტფონია, მაგრამ გადაშლი და ეკრანის პარამეტრები სრულიად იცვლება და თქვენს წინაშე წარსდგება 7.3 ინჩიანი, უზარმაზარი Dynamic AMOLED ეკრანი. სწორედ ეს არის დასაკეცი სმარტფონის იდეა და მომავლის ხედვაც: პატარა კომპაქტური სმარტფონის, რომლის ტარებაც ჯიბით შეგიძლიათ, მინი ზომის ტაბლეტად გადაქცევა. თქვენ თავად განსაჯეთ რაოდენ უცხო და განსხვავებულ შეგრძნებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ასეთი მოწყობილობის ყოველდღიური მოხმარება. იგი იდეალურია მულტიმედია კონტენტისთვის, გეიმინგისთვის, წიგნის წასაკითხად თუ ფილმების საყურებლად.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს ჰქონდათ მცდელობა შეექმნათ მსგავსი ტიპის მოწყობილობები, თუმცა უმეტესი მათგანი მხოლოდ პროტოტიპის ფაზაში დარჩა. სისტემურად და ტექნიკურად Galaxy Fold-ის მსგავად დაბალანსებული დასაკეცი სმარტფონი ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს არის პრემიუმ მოწყობილობა, უძლიერესი პროცესორით, 6 კამერიანი „სეთაფით“ და ინოვაციური ფორმ-ფაქტურით, რომლის მსგავსიც არასდროს გვინახავს.

ცნობისათვის, Galaxy Fold-ი სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ლიმიტირებული რაოდენობით შემოიტანა საქართველოში და მისი შეძენა მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, სამუნგის პარტნიორ მაღაზიებში „ალტასა“ და „ელიტ ელექტრონიქსში“ იქნება შესაძლებელი. Galaxy Fold-ის გაყიდვა დღეს, 20 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან და მიიღოთ უამრავი სარგებელი, მათ შორის: ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, ოფიციალური გარანტია, ადგილობრივ ქსელებთან სრული თავსებადობა, გარანტირებულად ახალი და ორიგინალი პროდუქტი, დამატებით აქციებში ჩართვის შესაძლებლობა (Trade-In, უსაზღვრო ეკრანის გარანტია, ა.შ).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42