27 წლის მამაკაცს ცხოველების ყოლა 5 წლით აეკრძალა მას შემდეგ, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობისთვის წაყენებული ბრალი დაუმტკიცდა. არონ ლი დიქსონს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა პონის ცემის ფაქტზე წაასწრეს და დაიწყეს გამოძიება. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი სხვა პონებსაც ფლობდა, რომლებიც ასევე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
როგორც პროცესზე აღინიშნა, დიქსონი ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობაში აქამდეც იყო შემჩნეული, თუმცა მის მიმართ მკაცრი ზომები არ მიუღიათ, თუმცა როგორც ჩანს მსგავსმა მიდგომამ ცხოველები უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. დიქსონი პონებს გარდა იმისა, რომ სცემდა, ასევე აშიმშილებდა.
გარდა იმისა, რომ მას 5 წლით აეკრძალა ცხოველების ყოლა, მისთვის „კომენდანტის საათი“ დაწესდა 18:00-დან 06:00-მდე, რაც იმას გულისხმობს, რომ ის ქუჩაში ვერ გავა დროის ამ პერიოდში. ასევე მას მოუწევს 1 000 ფუნტის გადახდა სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად.


მასალის გამოყენების პირობები






