"მაშინ ლუკა 6 წლის იყო...შენახული მაქვს მისი წერილები და მათში გახვეული შოკოლადები, გაკვეთილის დაწყებამდე რომ მახვედრებდა" - ლუკას მასწავლებელი
სოც.მედია - 15:12, 19 Dec, 2019     2592
ილიაუნის ლექტორი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასწავლებელი მარიამ მერკვილაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც წერს, ლუკა მისი პირველი მოსწავლე იყო და სხვადასხვა ისტორიებს იხსენებს.
“ყველასთვის შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა. მათ, ვინც ცოტა ხნით, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეხვედრია ლუკას ეს ამბავი კიდევ უფრო მძიმეა.

ეს იყო წლების წინ. მაშინ ლუკა მხოლოდ 6 წლის იყო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაკოფსილი ცხვირი, მისი დიდი ლურჯი ბრიალა თვალები, სავსე სიხარულით, აღტაცებით, სიცოცხლის წყურვილით. ახლაც შენახული მაქვს მისი წერილები, ნახატები და ხშირად მათში გახვეული შოკოლადები, რომლებსაც ხან გაკვეთილის დაწყებამდე მახვედრებდა და მორცხვად ამომხედავდა, ხან კი სახლში მატანდა. მე და ლუკამ ცოტა ხნით ვიმეგობრეთ და ვიმუშავეთ ერთად, ალბათ სულ რამდენიმე თვით, მაგრამ ის ჩემი პირველი მოსწავლე იყო, პირველი ანთებული გული და ნამდვილი ვარსკვლავი.
წლები გადის და სოციალურ ქსელში ვაწყდები ბავშვის სურათს, რომლის ის ბავშვური სახე, დიდ ბრიალა თვალები კვლავ თვალწინ მიდგება და მისი ყოველი სიხარული, სიცილი, თვალების ეშმაკური ციმციმი და მისი გულებით აჭრელებული წერილები კვლავ მიტივტივდება მეხსიერებიდან.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ ეს რა ტკივილია დაინახო მოსწავლე, რომელსაც სულ პაწაწინას შეხვდი და შენს მეხსიერებაში სულ ასეთი დარჩა და რომელზეც უდიდეს იმედს ამყარებდი, რომ ის ბედნიერებას იპოვიდა, ნათელი მომავალი ექნებოდა და სამყაროსაც კი შეცვლიდა თავისი სინათლით.
ის კი ახლა სულ სხვა სამყაროშია. იქნებ, იქ მაინც იპოვოს ნათელი მომავალი.
ჩვენი სამყარო კი ნამდვილად შეძრა და შეცვალა.
#ამ ცხოვრების დედაც.” – წერლს მერკვილაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42