"დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა"- აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ბრალდებული ვერ მეტყველებს. თუმცა უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მას ექიმი არ უნაცავს.
„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა იმისათვის, რომ ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა ჩვენთან ადვოკატებთან ერთად. გარეშე პირის მოწვევა ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტს ამ შემთხვევაში ბრალის დადგენის დოკუმენტს, ამიტომ გახდა საჭირო პირის მოწვევა. ქალბატონი მარიამის ვერბალური და ჟესტიკულაციით გამოხატული სიტუაციიდან თუ ვიმსჯელებთ ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. ბრალს არ აღიარებს მარიამი. ძალიან დიდი ემოციური ფონია და უჭირს მეტყველება თუ რა დიაგნოზი აქვს მარიამს, დაცვის მხარე გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას მისი სამედიცინო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი"- თქვა უფლებადამცველმა.
რაც შეეხება სამის მასალებს, მოსიაშვილი პირდაპირი მტკიცებულებად მხოლოდ მოზარდის დედის ჩვენებას ასახელებს.
"დღეის მდგომარეობით საქმეში დევს გარდაცვლილი ბავშვის დედის გამოკითხვის ოქმი, რომელიც რეალურად არის. არსებული დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე ხნის უკან გადმოგვეცა, დასტურდება მხოლოდ ერთი გარემოება, რომ საქმეში დევს ერთადერთი პირდაპირი ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება. ვაპირებთ რომ რამდენიმე საათის შემდგომ, მას შემდეგ რაც კიდევ უფრო სრულყოფილად გავეცნობით ამ საქმის დეტალებს, მედიასთან გავმართოთ კომუნიკაცია, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ინფორაცია,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






