დაკავებული ჩოლოიანი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.
15 წლის ლუკა სირაძე "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდს ტერორითა და დაშინებით სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერის აღიარებას აიძულებდნენ. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ დაკითხვის დროს ლუკამ ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა, შეუძლოდაც გახდა, თუმცა მოძალადე პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ატირებულ ბიჭს უარი განუცხადეს.
ლუკა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.
ხაზგასასმელია, რომ თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, მინსიტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებდა, რომ საზოგადოებაში მხოლოდ ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა და რომ მოზარდის მიმართ იძულებით ჩვენების მიცემას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელს ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






